Coloring Pages Reddit Video Downloader
 

თურქულმა ტანკებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს

თურქულმა ტანკებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს
თურქეთმა სირიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ BBC-ს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში წყარომ აცნობა. სირიაში უკვე მყოფ სპეციალური დანიშნულების ძალებს ახლა თურქული ტანკებიც შეემატა, რომლებმაც საზღვარი უკვე გადაკვეთეს.

საბრძოლო მოქმედებები თურქეთის საზღვართან მდებარე სირიულ ქალაქ ჯერაბლუსში მიმდინარებს. თურქეთს „ისლამური სახელმწიფოს“ თურქეთის საზღვრიდან მოშორება სურს. სწორედ ამიტომ თურქულმა ავიაციამ, ასევე არტილერიამ 70-მდე ობიექტი დაბომბა.

BBC წერს, რომ გარდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისა, ქურთების გაძლიერიების წინააღმდეგაც არის მიმართული. როგორც ცნობილია ერაყსა და სირიაში ქურთები „ისლამური სახელმწიფოს“ წინაარმდეგ იბრძვიან და მათ აშშ უჭერს მხარს.

თურქეთი შიშობს, რომ სირიისა ერაყის ჩრდილოეთით ძლიერი ქურთული ავტონომია ჩამოყალიბდება, რაც თურქეთში სეპარტიზმის საფრთხეს გაამძაფრებს. BBC-ს კორესპონდენტის მარკ ლოუენის ინფორმაციით, თურქეთმა ქურთების შენაერთებიც დაბომბა, რათა მათ ვერ შეძლონ „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ დარჩენილი ვაკუუმის დაკავება.скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions