Coloring Pages Reddit Video Downloader
 

“მეორე დედამიწა” აღმოჩენილია

“მეორე დედამიწა” აღმოჩენილია

დღეს მეცნიერებმა საცხოვრებლად ვარგისი პლანეტის აღმოჩენის შესახებ სენსაციური განცხადება გააკეთეს. პლანეტა სახელად Proxima B ჩვენი პლანეტის მახლობლად, მზის სისტემის სიახლოვეს იქნა აღმოჩენილი.

პლანეტაზე დაკვირვება 16 წელია მიმდინარეობს და დღეს მეცნიერების აზრით დადასტურდა, რომ პლანეტაზე არსებობს გაყინული წყალი. “როგორც იქნა დავადასტურეთ, რომ მცირე მასის მქონე პლანეტა, ძირითადად ქვიანი, ჩვენი მზის სისტემის მახლობლად უახლოესი ვარსკვლავის ირგვლივ ორბიტირებს”, განაცხადა ჟულიენ მორენმა, ასტროფიზიკოსმა მონპელიეს უნივერსიტეტიდან.

მისივე თქმით, აღნიშნული პლანეტა სავარაუდოდ პირველი იქნება, რომელსაც ადამიანი ეწვევა.

“პლანეტა დედამიწიდან თითქმის 4 სინათლის წლით არის დაცილებული, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად უკანა ეზოშია”, განაცხადა მეცნიერმა. წყლის არსებობის მიუხედავად, ჯერ კიდევ დაუდგენელია მასზე ატმოსფეროს არსებობა, რაზეც მეცნიერება აგრძელებენ მუშაობას.

პროქსიმა ბ არც ძალიან ცხელი და არც ზედმეტად ცივი პლანეტაა, მიუხედავად მისი მზის ტიპის ვარსკვლავთან სიახლოვისა. კომპიუტერული მოდელირებით დადგინდა რომ ნათელ მხარეს პლანეტის ტემპერატურა +30 გრადუსია, ხოლო ბნელ მხარეს -30.

პლანეტა დედამიწაზე 1.3 ჯერ დიდია.

[media=http://www.euroline.ge/?p=11250]скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions