კრიმინალური ინდექსის მიხედვით, 118 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულშია. გასულ წელს, ამავე რეიტინგში საქართველო მეექვსე ადგილზე იყო.კრიმინალური ინდექსის 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, 118 ქვეყანას შორის საქართველო 116-ე ადგილზეა.
საქართველოს უსაფრთხოების მაჩვენებლის თვალსაზრისით მხოლოდ სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებს.
კრიმინალურმა ინდექსმა, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 19,26% შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების მაჩვენებელმა - 80,74%.
ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, უკრაინა 43-ე ადგილზეა, თურქეთი 75-ეზე, რუსეთი 50-ეზე, აზერბაიჯანი 95-ეზე, ხოლო სომხეთი 99-ეზე.
კრიმინალური ინდექსის მონაცემებით, ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანათა ხუთეულში ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკაა.
ამ მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები 46-ე ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი 65-ე, შვეიცარია 108-ეა, ხოლო საფრანგეთი - 64-ე.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно