10 სექტემბერს რიოს პარალიმპიადაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში გოგოჭურმა უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით იმარჯვა. გოგოჭურმა იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ერგო.
აღსანიშნავია, რომ პარალიმპიადაზე გოგოჭურმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. აქამდე ეს არავის გაუკეთებია.