ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარეობს მორიგი, რიგით მეოთხე ახალგაზდური საგანმანათლებლო ფორუმი "ტავრიდა".
ვინაიდან, ფორუმი საერთაშორისოა, მასში მონაწილეები არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებიან. "ტავრიდა" დაიწყო 15 ივლისს და გაგრძელდება 31 აგვისტომდე, მონაწილეები პროფესიის მიხედვით 6 კატეგორიად დაიყო, მაგალითად კინოს და მულტიპლიკაციის წარმომადგენლები 1 აგვისტოდან 7 აგვისტომდე, ფორუმის ფარგლებში მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, შეხვდნენ ცნობილ მსახიობებს, რეჟისორებს და პროდიუსერებს. "ტავრიდას" მონაწილეებს საკუთარი პროექტების პრეზენტაციის შესაძლებლობა ქონდათ, ასევე, მათ შეეძლოთ ერთი კვირის განმავლობაში გადაეღოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, კონკურსის წესით კი გამარჯვებულს ერგო ფულადი პრიზი.