"პატრიოტი TV" გთავაზობთ ინტერვიუს რუს და ამერიკელ პოლიტიკოსებთან
,,ერეკლე მეორის საზოგადოების,, ინიციატივით, 14 სექტემბერს მრგვალი მაგიდის ფორმატში პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა იმსჯელეს საქართველოს საგარეო კურსზე.
ღონისძიების - "რუსეთი, საქართველო და დასავლეთი", ფარგლებში მიწვეულები იყვნენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური მოღვაწეები, ასევე საერთაშორისო დონის ექსპერტები და ახალგაზრდა პოლიტიკოსები რუსეთიდან.
მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ გიორგი ირემაძემ ინტერვიუს ფორმატში ესაუბრა რუს და ამერიკელ პოლიტიკოსებს - ელენა ერეკინას, რუსეთის სახელმწიფო დუმის, ახალგაზრდული პარლამენტის, კომისიის თავმჯდომარეს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და ვიქტორ ოლევიჩს,ამერიკელ პოლიტოლოგს და ექსპერტს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში.