ივლისში, საქართველოში რუსეთიდან $37 მილიონზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა
- 15.08.2016, 22:35,
- საზოგადოება / სლაიდი
- 0
ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის ივლისში განხორციელებული ფულადი გზავნილების მონაცემები გამოაქვეყნა.მონაცემების თანახმად, ივლისში, საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტი, ანუ 235 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის თანხა შემოვიდა. აღნიშნული 10,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შემოსული თანხის მოცულობით ლიდერობს რუსეთი, საიდანაც საქართველოში $37 მილიონზე მეტი გზავნილი განხორციელდა. მეორე და მესამე ადგილს, შესაბამისად, აშშ და საბერძნეთი იკავებენ 11-11 მილიონი აშშ დოლარით.
საქართველოდან $15 მილიონზე მეტი გადაიგზავნა საზღვარგარეთ, რაც წინა წლის მაჩვენებელს ($12.6 მლნ) დაახლოებით სამი მილიონი დოლარით აღემატება.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно