მართლაც, საინტერესო კითხვაა, თუ რა კავშირი უნდა ქონდეთ ამერიკელებს ავღანელ ბოევიკებთან და ტერორისტულ დაჯგუფებებთან? შესაძლოა ასეთი კითხვის დასმა, ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ როგორც იტყვიან ფაქტი ჯიუტია, ხოლო როდესაც თემას დეტალურად განვიხილავთ, გასაგები იქნება რასთან გვაქვს საქმე და რამდენად დასაფიქრებელია არსებული სიტუაცია, როგორც მსფოლიოში, ასევე საქართველოში. ეს საკითხი მითუმეტეს საინტერესოა ქართული საზოგადოებისთვის, რადგან სამწუხაროდ, მაგალითად, ავღანეთში არსებული პრობლემები პირდაპირ და ირიბად საქართველოს, და კონკრეტულად ქართულ ჯარს უკავშირდება, რადან ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2004 წლიდან მონაწილეობენ, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) ფარგლებში. ცალკე საკითხავია, რამდენად მიზანშეწონილია ჩვენი ჯარის იქ ყოფნა, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში მისიის დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა (
იხ. ბმული).
ბევრი მიიჩნევს, რომ ქართული ჯარის ყოფნა ავღანეთში გამართლებულია იმით, რომ ტერორიზმს ვებრძვით, რომელიც უმჯობესია შევაკაოთ საქართველოს საზღვრებიდან მოშორებით, რომ ბოევიკების დაჯგუფებები, თუნდაც, მაგალითად "ისის"-ის მსგავსად არ გაძლიერდნენ და საფრთხე არ შეიქმნას ქვეყნის საზღვრებთან ახლოს. ეს ლოგიკური არგუმენტია, მაგრამ თუ გადავხედავთ იმ სიტუაციას, რომ ვისთანაც ერთად ქართული მხარე მონაწილეობს ავღანეთის მისიაში, იგულისხმებიან ამერიკელები, რადენიმე კონკრეტული ფაქტის მიხედვით, შესაძლოა მათ ქონდეთ საეჭვო კავშირები ბოევიკების სხვადასხვა დაჯგუფებებთან, რაზეც მეტყველებს არა ერთი სკანდალი, რომელიც თავად აშშ-ს სახელისუფლებო წარმოამდენლებს უკავშირდება. ეს თუ ასეა, გამოდის, რომ აშშ-ს მხრიდან გარკვეულ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე, და აუცილებელია ვითარებაში გარკვევა.
სკანდალთან დაკავშირებით, კონკრეტულად იგულისხმება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, როდესაც მან 2016 წელს მოქმედ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ასევე, ჰილარი კლინტონს ბრალი დასდო ტერორისტული ორგანიზაციის "ისის"-ის დაარსებაში. (
იხ. ბმული). ალბათ, ტრამპს ბრალდებასთან დაკავშირებით გარკვეული მტკიცებულებებიც ქონდა და უსაფუძვლოდ არ გააკეთებდა მნიშვნელოვან განცხადებას, თუმცა, მოგვიანებით რატომღაც არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა. ეტყობა ვაშინგტონში მიიჩნიეს, რომ თუ დამტკიცდებოდა ბარაკ ობამას ან ჰილარი კლინტონის ბრალეულობა ტერორისტული ორგანიზაციის დაარსებასთან დაკავშირებით, ეს თავად აშშ-ს დისკრედიტაცია იქნებოდა, რის გამოც არც გამოძიება დაწყებულა და ამერიკული მედიაც აღარ საუბრობს ამ თემაზე. თუმცა, მსოფლიოში უამრავი ექსპერტი ალაპარაკდა ამ საკითხზე და პასუხ გაუცემელი კითხვები დღესაც არსებობს - ნუთუ მართლა კავშირში არიან ამერიკელები ტერორისტებთან და იყენებენ მათ საკუთარი ინტერესების გასატარებლად?
კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალი უკავშირდება ამერიკელ ყოფილ სენატორს ჯონ მაკეინს. იგულისხმება ის, რომ მან სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დროს, საიდუმლო შეხვედრა გამართა სირიის ოპოზიციასთან, სადაც "ისის"-ის წევრებიც ესწრებოდნენ (იხ.ბმული) . მაშინ უამრავი სტატია და ფოტომასალა გამოქვეყნდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არც მაშინ არავის არ გამოუძიებია ეს ფაქტი, რადგან ალბათ ისევ ვაშინგტონის ძალისხმევით დაიფარა და დაიმალა ყოველგვარი მტკიცებულებები, ხოლო კითხვები კი ისევ არსებობს.
ასევე, გავიხსენოთ ერთი საინტერესო ფაქტი. 2017 წელს სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა საჯაროდ ბრალი დასდო იმ დროინდელ აშშ-ს ელჩს იან კელის, რომ მას ტერორისტებთან აქვს კავშირი (
იხ. ბმული).
იგულისხმებოდა ის ფაქტი, რომ იან კელი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. იმ დროისათვის კი სირიაში ბრძოლები მიდიოდა "ისის"-ის ბოევიკებთან, ხოლო როგორც ცნობილია, პანკისიდან გარკვეული რაოდენობის ადამიანები მიდიოდნენ სირიაში და ეწერებოდნენ ბოევიკების რიგებში. მაშინ იან კელიმ ბრალდება უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ პანკისში მართლაც იმყოფებოდა, მაგრამ ბოლომდე მაინც გაუგებარია, რისთვის იყო იქ ამერიკის ელჩი? გადავიდეთ ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე.
2020 წლის 29 თებერვალს აშშ-სა და ავღანური დაჯგუფება "თალიბანს" შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება (იხ. ბმული). უნდა აღინიშნოს, რომ დაჯგუფება "თალიბანი" 2003 წლიდან "გაერომ" ცნო ტერორისტულ ორგანიზაციად. ისმის ლოგიკური კითხვა, რამდენად გამართლებულია სახელწიფოს მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციასთან რაიმე ხელშეკრულების გაფორმება? არის თუ არა ეს ტერორისტებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში აშშ-ს თვით დისკრედიტაცია? მსგავსი კითხვები არც ისე ბევრს გაუჩნდა, რადგან ალბათ მსოფლიოში მიღებულია, რომ რახან აშშ რამეს აკეთებს, ე.ი. ეს საერთაშორისო სამართლის და ზოგადად მორალის ფარგლებში ჯდება, და რატომღაც მსოფლიო მედია და ექსპერტების უმრავლესობა, ავტომატურად დადებითად აფასებს იმ აშკარა აბსურდს, რასაც ამერიკელები აკეთებენ.
საინტერესოა რაზე შეთანხმდა აშშ და "თალიბანი". ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკელები ვალდებული არიან, რომ დოკუმენტის გაფორმებიდან 135 დღის განმავლობაში სამხედროების რაოდენობა 12 000-დან 8 600-მდე შეამციროს, ხოლო თუ "თალიბანი" ამ დროს განმავლობაში ძალადობას არ განახორციელებს, ამერიკელები მომდევნო 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან გამოიყვანენ, როგორც საკუთარ, ასევე NATO-ს სამხედრო დანაყოფებს. სამაგიეროდ, "თალიბანი" ვალდებული იქნება, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე თავს არ დაესხას აშშ-ს და სხვა ქვეყნებს.
ავღანეთთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება საქართელოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში, ერთის მხრივ, ქართველი სამხედროები ავღანეთიდან გამოვლენ და მშვდბიანად დაუბრუნდებიან სამშობლოში, მეორეს მხრივ კი, ავღანეთში აღარ იქნება ტერორიზმის სამფრთხე. თუცა, აშშ-სა და "თალიბანს" შორის მოლაპარკება შესაძლოა ჩაიშალოს, რისი მიზეზიც სავარაუდოდ კვლავ ვაშინგტონის მანიპულაციებია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ რუსეთი დაადანაშაულეს იმაში, რომ ვითომ "თალიბებს" აფინანსებს და იარაღით ამარაგებს, რაც "თალიბანის" წარმომადგენელმა უარყო (იხ. ბმული).
რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ? აშკარაა, რომ ამერიკელები აგრძელებენ ორმაგი სტანდარტებისა და მანიპულაციების პოლიტიკას, მაშინ როდესაც თავად თანამშრომლობენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, დებენ ხელშეკრულებებს, ასევე, კონკრეტული ამერიკელი პოლიტიკოსები შემჩნეული არიან ტერორისტებთან თანამშრომლობაში, ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას საჯაროდ დებენ ბრალს "ისის"-ის დაფუძნებაში და ა.შ. იმის მაგივრად, რომ "გაეროს" გვერდის ავლით, თავად არ დაარღვიონ საერთაშორისო ნორმები, ამის ნაცვლად სხვას ადანაშაულებენ იმაში, რასაც თავად აკეთებენ.
რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეთ ამერიკელებს, როცა მსგავს ბრალდებას უყენებენ რუსეთს? ცხადია, რომ ეს აშშ-ს მხრიდან ავღანეთში მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაა. ამით ამერიკელები ცდილობენ პასუხისმგებლობა მოიხსნან და არ შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები. რითაც მყარდება ის მოსაზრება, რომ სინამდვილეში ამერიკელები არიან დაინტერესებული, რომ ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდეს კონფლიქტები და ქაოსი, რომლის დროსაც ისინი შეინარჩუნებენ დომინაციას რეგიონში. და რასაკვირველია, ასევე, აშშ-ს ცდილობს მოსკოვის დისკრედიტაციას, რომელმაც ეფექტური მოქმედებით სირიიდან განდევნა და ფაქტიურად დაამარცხა "ისის"-ის ტერირისტული ორგანიზაცია, რომელსაც იგივე ამერიკელები წლების განმავლობაში ვერაფერს ვერ უხერხებდნენ, ხოლო ბოევიკები ძლიერდებოდნენ და მსოფლიოს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ. ამიტომ, ყველამ კარგად დაინახა ვის რა მიზნები აქვს.
ასევე, ერთი სერიოზული ფაქტორიც არის, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონში ბევრს არ სურს ავღანეთში კონფლიქტის მოგვარება. ეს არის ამერიკული სამხედრო ლობი, რომელიც ცდილობს სამხედრო მოქმედებების საფუძველზე ვაშინგტონიდან მიიღოს ფულადი დივიდენდები და ამიტომ არ არის დაინტერესებული სამშვიდობო შეთანხმებით.
P.S. აუცილებელია ვიცოდეთ სინამდვილეში რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს ე.წ. "სტრატეგიული პარტნიორი" ანუ აშშ, და რამდენად საჭიროა ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის კონფლიქტში. და საერთოდ, საქართველო დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს საგარეო პოლიტიკის გატარებისას და სხვისი ინტერესების, ამ შემთხვევაში ამერიკელების ინტერესებს და მანიპულაციებს არ უნდა ეწირებოდნენ ქართველი სამხედროები.
სტატიის ავტორი გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" მთავარი რედაქტორიскачать dle 11.0фильмы бесплатно