Coloring Pages Reddit Video Downloader
 

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - ომი თუ მშვიდობა?

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - ომი თუ მშვიდობა?


ბოლო დროს განახლებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ქართული საზოგადოებისთვის საგანგაშოა, იქედან გამომდინარე, რომ როგორც სომხები, ასევე აზერბაიჯანელები ჩვენი მოძმე ხალხია და ყოველთვის საყურადღებოა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დაძაბული ვითარება. ამასთან, მსოფლიოში პანდემია "კოვიდ 19"-თან დაკავშირებით ჯერ არ არის დამარცხებული, ეკონომიკური კრიზისი კარს არის მომდგარი და ამის ფონზე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი შესაძლოა რეგიონალურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ, აუცილებელია გავერკვეთ რა ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს სომეხ საზოგადო მოღვაწესთან, ვაგან ეგიაზარიანთან.

- მოგესალმებით, თქვენ კომპეტენტური ხართ ახლახანს დაწყებულ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტთან დაკავშირებით. რეგიონალურ პრესაში სხვა და სხვა ინფორმაცია ვრცელდება და რთულია გარკვევა თუ რა ხდება სინამდვილეში. საინტერესო იქნება თქვენი აზრი, რა არის აღნიშნული კონფლიქტის მიზეზი?

- გამარჯობათ. მას შემდეგ, რაც 2018 წელს სომხეთში რევოლუციამ გაიმარჯვა და შეიცვალა ადამიანი, ვინც სომხეთის მხრიდან მოლაპარაებას აწარმოებდა მთიანი-ყარაბახის პრობლემებთან დაკავშირებით, შეინიშნებოდა განსაზღვრული პოზიტიური დინამიკა. სომხეთი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავარი თეზისი, გამომდინარეობდა ასეთი ფორმულიდან - "ყარაბახის საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს შესაბამისი სომეხი ხალხისათვის, არცახის ხალხისათვის და აზერბაიჯანელი ხალხისათის". სამწუხაროდ, სომხეთის ხელისუფლებისთვის მსგავსი უპრეცედენტო მიდგომა, აზერბაიჯანის მხრიდან უარყოფილი იყო, რომელიც აწარმოებს მაქსიმალისტურ პოლიტიკას, არცახის ჩათვლით, ნებისმიერი მეთოდებით, ძალისმიერი მეთოდიც კი იგულისხმება.

აღნიშნული რიტორიკის აპოგეა და მოლაპარაკებების ჩაშლა იქცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის განცხადება , რომელიც გაკეთდა 25 ივნისს, როდესაც მიმდინარეობდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ახალი სამხედრო ბაზის გახსნის ცერემონიალი: "მსოფლიოში ძალისმიერი ფაქტორი წინა პლანზეა, ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალები და გადავწყვიტოთ საკითხი (არცახის საკითხი) ნებისმიერი გზით". აღნიშნული სიტყვები მიუთითებენ იმაზე, რომ მზადდება დაგეგმილი აგრესია არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ, ყარაბახის საკითხის ძალისმიერი გადაჭრისათვის. ამ წარუმატებელი აგრესიის დასაწყისი, მსოფლიომ იხილა 2020 წლის 12 ივლისს.

ტავიშში, 12 ივლისს დღის მეორე ნახევარში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარზე დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. აზერბაიჯანელი სამხედროები შეეცადნენ სომხეთის საზღვარი გადაეკვეთათ და მიახლოებოდნენ სომხურ სასაზღვრო საგუშაგოს "უშიშარს". მას შემდეგ, რაც სომხეთის მხარემ გააფრთხილა ისინი, აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფმა მიატოვა "УАЗ"-ის ჯიპი, უკან დაიხია და მიიმალა. ალბათ, აზერბაიჯანის მხარე ვარაუდობდა, რომ სომხეთის მხარე ცეცხლს გახსნიდა და ჯიპში მჯდომ სამხედროებს დაცხრილავდა, რაც გახდებოდა ომის დაწყების მიზეზი. მაგრამ აზერბაიჯანის სამხედრო ხელმძღვანელობამ გამოთვლებში შეცდომა დაუშვა. სომეხმა სამხედროებმა, თავის მხრივ, არ გახსნეს ცეცხლი, რადგან მიიჩნიეს, რომ მომხდარი ფაქტი შემთხვევითი იყო.

ამ ინციდენტისთანავე, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა, პროვოკაციული გეგმის მიხედვით, სომხური პოზიციების, კერძოდ საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტების, მოვსეს და ჩინარის, ნაღმტყორცნი და საარტილერიო დაბომბვა დაიწყეს. შედეგად, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა შემთხვევითი ინციდენტის იმიტაცია გააკეთეს, სომხეთთან ომის დაწყების მიზნით, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან, რითაც ცდილობდნენ სომხეთის არმიის ყურადღების გადატანას, ხოლო მთავარი დარტყმა მზადდებოდა სამხრეთ-აღმოსავეთის მიმართულებით, კერძოდ არცახში. დრო, აზერბაიჯანული აგრესიის შემთხვევით არ იყო შერჩეული - აზერბაიჯანის გათვლით, სომხეთში მიმდინარე შიდა კრიზისი, რომელიც ერთ თვეზე მეტია ვითარდება, შეასუსტებდა სომხური არმიის მართვას.

მტრის გასაკვირად, სომხურმა არმიამ არა მხოლოდ შეძლო მოკლე დროში შეტევის მოგერიება, არამედ კონტრშეტევის შედეგად, გაანეიტრალა მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხე - აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან სომხეთის სასაზღვრო დასახლებული პუნქტების, მოვსესა და ჩინარის პირდაპირი დაბომბვის საფრთხე. სომხეთმა დაუბრუნა კონტროლი სტრატეგიულად მნიშვნელოვან სასაზღვრო ქედზე და "შავ მთაზე", საიდანაც ხორციელდებოდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ტავუშის მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა.

"ივლისის ომი" ბოლო წლების განმავლობაში სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების უპრეცედენტო ესკალაცია იყო. პირველად, მასშტაბური სამხედრო მოქმედებები მოხდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო აღიარებულ სახელმწიფო საზღვარზე, რომელიც სომხეთის ОДКБ- ში წევრობის, ხოლო მეორეს მხრივ, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული კავშირის პირობებში, სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს მწვავე რეგიონულ დაპირისპირებაში, ყველა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის მონაწილეობით. სომხეთის შეიარაღებული ძალების სწრაფმა და პრევენციულმა მოქმედებებმა, კონფლიქტის მწვავე რეგიონულ სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისში გადაზრდა აღკვეთეს.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - ომი თუ მშვიდობა?

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ოფიცრების ლიკვიდაცია მოხდა: თოვუზ კორპუსის შტაბის უფროსი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალი და ამავე კორპუსის არტილერიის მეთაური. ამ პირებმა სომხეთის სასაზღვრო დასახლებების მოვსესა და ჩინარის ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დაბომბვის ბრძანებები გასცეს, რის შედეგადაც მოხდა მათი ლიკვიდაცია.

სრული მარცხის გააზრებისას, აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთი უპრეცედენტო განცხადება გააკეთეს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვაგიფ დარგჰლიმ თქვა, რომ აზერბაიჯანული არმიის სარაკეტო სისტემები შესაძლებელს ხდის სომხური ატომური ელექტროსადგურის "მეცამორ"-ზე მაღალი სიზუსტის დარტყმა განახორციელოს. ეს საფრთხე საერთაშორისო დანაშაულია - ზოგადად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და კერძოდ, ჟენევის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დარღვევაა. ამგვარი საფრთხეები სახელმწიფო ტერორიზმის უშუალო გამოვლინებაა და გამოხატავს აზერბაიჯანის გენოციდურ განზრახვებს.

- აზერბაიჯანს, გარდა სომხეთისა, საქართველოსთანაც მძიმე მდგომარეობა აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს საზოგადოებას ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანელებმა უკანონოდ დაიკავეს დავით გარეჯის ქართული ისტორიული მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია და რამდენიმე შენობა, რაზეც აცხადებდნენ, რომ კომპლექსი, ვითომდა, ალბანური მემკვიდრეობაა, რაც დიდი აფსურდია. პირადად მე არ მესმის აზერბაიჯანის ხელისუფლების ლოგიკა. როგორ ფიქრობთ, რა არის მათი მიზანი რეგიონში?

- თანამედროვე აზერბაიჯანი აშენებს ძალიან ორმაგ იდეოლოგიას. ერთი მხრივ, ოფიციალურ დონეზე, ცნობილია ამ ხალხის თურქული წარმოშობის შესახებ, მეორეს მხრივ, იმისათვის, რომ შეამცირონ შესაძლო კრიტიკა კავკასიაში, თურქების ჩამოსვლის საკითხზე, განსაკუთრებით კი მთიანი ყარაბაღის მიწების ან მესაზღვრე აზერბაიჯანული მიწების საკუთრების საკითხში, აზერბაიჯანის იდეოლოგებმა გამოიგონეს ლეგენდა, სავარაუდოდ, კავკასიის ალბანელების შთამომავლებთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ როგორმე დაუკავშირონ რეგიონის ისტორია აზერბაიჯანელ ხალხს.

თქვენ ახსენეთ აზერბაიჯანის ხელისუფლების მცდელობები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ოკუპაციისა, მე გავაგრძელებ, აზერბაიჯანის ხელისუფლება იგივე პოლიტიკას ატარებს ნახიჩევანში, განჯასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ სომხურ ძეგლებთან დაკავშირებით, რომელიც ბედის ანაბარა, დარჩა თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სომეხს ესმის, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ქართული კულტურის ძეგლი და ქრისტიანული საიწმინდე, და საერთო არაფერი აქვს აზერბაიჯანელებთან. ასევე, კავკასიელ ალბანელებთან არაფერი აქვთ საერთო თურქულენოვან აზერბაიჯანელ ხალხს.

ისტორიის გაყალბება ხშირად გამოყენებული პოლიტიკური ინსტრუმენტია აზერბაიჯანის ხელისუფლების ხელში, ის ასევე ეფექტური საშუალებაა ხალხის გაერთიანების და აზერბაიჯანის აგრესიული პოლიტიკის დასაბუთების მიზნით. ეს ინსტრუმენტი გაძლიერებულია აზერბაიჯანის პროპაგანდის უზარმაზარი ბიუჯეტით. სამწუხაროდ, მეზობლებს ვერ ირჩევენ, ამიტომ, საქართველო და სომხეთს მხოლოდ ის დარჩენიათ გაერთიანდნენ ამ საკითხში და ერთობლივად ებრძოლონ კავკასიელ ქრისტიან ხალხთა ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელიც ხორციელდება აზერბაიჯანის ან სხვა სახელმწიფოების მიერ. ეს დროის ამბავია!

- ცნობილია, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს აქვთ სამხედრო ალიანსი და როგორც კი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი დაიწყო, თურქეთმა, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა, გამოაცხადა, რომ იგი სამხედრო დახმარებას გაუწევდა აზერბაიჯანს, ხოლო სომხეთი არის ОДКБ-ს წევრი. ამრიგად, ჩნდება ლოგიკური კითხვა: არის თუ არა რისკი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი, ღმერთმა ნუ ქნას, რეგიონალურ კონფლიქტად გადიზდება?

- მრავალი წლის განმავლობაში, თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტის დე ფაქტო მხარეა და მხარს უჭერს აზერბაიჯანს როგორც სამხედრო ინსტრუქტორებით, ასევე, "ნატოს" აღჭურვილობით. ქვეყნები ახორციელებენ ერთობლივ დაგეგმვასა და სამხედრო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებას. 12 ივლისს ვითარების ესკალაციის პირველივე საათებში, თურქეთმა გამოაცხადა სრული მხარდაჭერა აზერბაიჯანისთვის. კონფლიქტის მწვავე ფაზის დღეებში აზერბაიჯანის სამხედრო ხელმძღვანელობის ი დელეგაცია ეწვია თურქეთს, ხოლო ერთი დღის შემდეგ თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავი ბაქოს აეროპორტში დაეშვა საიდუმლო სამხედრო ტვირთით, ზოგიერთი წყაროს ცნობით, იქ ნატო-ს თანამედროვე შეიარაღება იყო, რომელიც აზერბაიჯანულ არმიას საჩუქრად გადაეცა, სხვა წყაროების თანახმად, ასევე ბორტზე იმყოფებოდნენ სირიის თავისუფალი არმიის რამდენიმე ასეული პროთურქი ბოევიკი, სირიის პროვინციია იდლიბიდან, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფართომასშტაბიანი შეტევისათვის სომხური არმიის პოზიციების წინააღმდეგ, როგორც ეს იყო 2016 წლის აპრილში. მაშინ ბოევიკებს "საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, იყენებდნენ, ამას იმისათის აკეთებდნენ, რომ არ დაეშვათ მსხვერპლი აზერბაიჯანელების მხრიდან. რაც მწვავედ აღიქმება აზერბაიჯანული საზოგადოების მიე, რააც შესაძლოა გამოიწვიოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და აზერბაიჯანში ძალაუფლების შეცვლა. არსებული ინფორმაციით, დაქირავებულ ბოევიკთა აღრიცხვის პუნქტები, სავარაუდოდ, სირიის ქალაქებში, გენდერებში, რაჯუსა და აფრინში გაიხსნა. ქურთული გაზეთის Firat- ის თანახმად, ბოევიკებს კონტრაქტით არიან და თვეში 3.5 ათას დოლარს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტები ექვს თვიანია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ ახალი აგრესია იგეგმება, არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ.

28 ივლისის ღამეს, თურქეთის საჰაერო ძალების ანალოგიური სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა ნახიჩევანში. ივლისის ბოლოს კი თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ სომხეთის საზღვართან ახლოს, ნახიჩევანში.

კონფლიქტის მწვავე ფაზის განმავლობაში, თურქულმა Bayraktar TB2 სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავებმა, პერიოდულად განახორციელეს სადაზვერვო ფრენები სომხეთ-თურქეთის საზღვართან ახლოს, რაც ასევე, სომხეთის მიმართ აგრესიული თურქული პოლიტიკის მაჩვენებელია.

შევაჯამებ და პირდაპირ ვუპასუხებ თქვენს კითხვას: ”ივლისის ომი” სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მრავალი თვალსაზრისით, წარმოიშვა ჩიხში შესული რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების შედეგად სირიის იდილიბსა და ლიბიაში. სომხეთი არის ОДКБ-ს წევრი და რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე რეგიონში, ხოლო აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელმძღვანელობები ოფიციალურად აცხადებენ კონცეფციას "ერთი ერი - ორი სახელმწიფო". თურქეთის ხელმძღვანელობისთვის სასარგებლოა, რომ დაძაბულობამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რეგიონალური სტაბილურობასა და რუსეთის ინტერესებს საფრთხე შეუქმნას, შემდგომში რუსეთისთვის სტაბილურობის სანაცვლოდ, იდილიბში ან ლიბიაში დათმობას მოითხოვს. ამავე დროს, კონფლიქტის განახლება აზერბაიჯანისთვის მომგებიანია. და ეს თურქულ-აზერბაიჯანული სცენარი იყო დაგეგმილი, რომლის განხორციელება 2020 წლის ივლისში სომხეთის ქალაქ ტოვუშში. მცდელობა ჩაიშალა. მცდელობა კრახით დასრულდა.

- კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ ქართულ საზოგადოებაში, იგულისხება, თურქეთის გადაწყვეტილებით, აიას სოფიას ტაძარის გადაკეთდა მეჩეთად, რამაც გამოიწვია აღშფოთება ქრისტიანული ქვეყნების მხრიდან და ალბათ ამის გამო, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ვითარდება უკიდურესად დაიძაბა. ამავე დროს, აზერბაიჯანმა, როგორც აღვნიშნე, დაიკავა დავით გარეჯის ქართული სამონასტრო კომპლექსის ნაწილი. ჩნდება კითხვა, აზერბაიჯანისა და თურქეთის ამჟამინდელი მთავრობები, მოქმედებენ თუ არა შეთანხმებულად და ცდილობენ, რომ ქრისტიანი ქვეყნები გამოიწვიონ და რეგიონალური კონფლიქტი დაიწყონ?

- თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც იმპერიული გავლენის დაბრუნება რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ეს არის აგრესიული პოლიტიკა პან-ისლამიზმის, პან-თურქიზმის და ნეო-ოსმინიზმის ელემენტებით. აღმოსავლეთის ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული სალოცავის - აია სოფიას მეჩეთად გადაქცევა, ერდოღანის მეთაურობით ახალი ოსმალეთის იმპერიის აღორძინების სიმბოლოა.

თურქეთი არის ძალიან ძლიერი და აგრესიული სახელმწიფო, რომელიც როგორც სირიაში, ისე ლიბიაში აჩვენებს, რომ მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, უხეშ ძალაზე დაყრდნობით და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. ამასთან, ეს კიდევ უფრო საშიშია თურქეთის ეკონომიკური შეღწევის მცდელობა მეზობელ სახელმწიფოებში, რაც მეზობლებზე დამატებით ბერკეტებს ქმნის. თურქეთის ეკონომიკური და სამხედრო ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორია და აღმოსავლეთ ქრისტიანული სახელმწიფოები, რომლებიც ესაზღვრებიან თურქეთს ან მის სატელიტებს, როგორიცაა აზერბაიჯანი ან ჩრდილოეთ კვიპროსი, საჭიროა გავერთიანდეთ და ერთად აღვუდგეთ ამ ახალი და მზარდი რეგიონალური საფრთხის გამოწვევას.

- და ინტერვიუს დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ყველას კარგად ესმის, რომ ყოველ ჩვენთაგანს ანუ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს, გვჭირდება მშვიდობა და კეთილმეზობლური, ნორმალური ურთიერთობები, ეს ყველას გვინდა, და ვფიქრობ, რომ კონფლიქტები მხოლოდ კონკრეტული ჩინოვნიკების ინტერესებშია. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ დროისათის გასაკეთებელი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მოგვარდეს?

- თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ - ჩვენ ყველას გვჭირდება მშვიდობა და რიგითი ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება: სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, რომ სახელმწიფო პროპაგანდის მიერ შექმნილი სტერეოტიპები აღარ არსებობდეს. რაც უფრო მეტი დიალოგია, მით უფრო მეტი ურთიერთგაგებაა. ეს არის მარტივი ფორმულა სამშვიდობო პროცესის დასაწყებად.

სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებმა უარი უნდა თქვან კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარებისგან და უნდა გავიგოთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტი ჩვენს რეგიონში უნდა გვარდებოდეს მშვიდობიანი გზით. თანამედროვე საქართველო ამ მიმართულებით საკმაოდ წინ წავიდა და, ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს თანამედროვე საქართველოსგან, რომელიც ანვითარებს საზოგადოებრივ დიალოგს და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთქმედებას, რათა მოხდეს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადასაჭრა.


ესაუბრა "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტი"-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ირემაძეскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions