"ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა მოსკოვსა და ლარევოში" - დიმიტრი ლორთქიფანიძე
- 03.08.2022, 00:51,
- მსოფლიო / სლაიდი
- 0
თბილისში არსებული ევგანი პრიმაკოვის სახელობის
"ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი"-ს ხელმძღვანელი
დიმიტრი ლორთქიფანიძე მოსკოვში "გორჩაკოვის ფონდის" მიერ გამართულ ღინისძიებაზე იმყოფებოდა და ამასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
"დღეს დასრულდა ძალიან საინტერესო შეხვედრების სერია მოსკოვსა და ლარევოში( 29 ივლისი-2აგვისტო). შეხვედრები გვქონდა რუსეთის ფედერაციის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს წევრთან, მოსკოვის "კარნეგის ცენტრის" დირექტორთან ( 2008-2022 წწ) დიმიტრი ტრენინთან.
ასევე,
МГИМО МИД-ის შედარებითი პოლიტოლოგიის კათედრის გამგესთან, პროფესორ
ოქსანა გამან-გოლუტვინასთან, მედიაჯგუფ
“Россия Сегодня" აღმასრულებელ დირექტორთან
კირილ ვიშინსკისთან, ეკონომისტთან, პუბლიცისტთან და საზოგადო მოღვაწესთან
მიხაილ ხაზინთან, რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ა. გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის ფონდის აღმასულებელ დირექტორთან
ლეონიდ დრაჩევსკისთან. დაბრუნებისთანავე, შესაძლებლობა მექნება დაწვრილებით ვისაუბრო შეხვედრების დეტალებთან დაკავშირებით და მოგიყვეთ მოვლენათა შესაძლო განვითარების იმ პერსპექტივებზე, რაზეც კეთდებოდა აქცენტები!" - დიმიტრი ლორთქიფანიძე.скачать dle 11.0фильмы бесплатно