რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური: პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დამორჩილებას ცდილობს
- 31.03.2026, 20:21,
- მსოფლიო / სლაიდი
- 0
რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის დაყოფის მზაკვრულ პოლიტიკას და გეგმავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევას. ამის შესახებ საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) პრეს-ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი:
"
საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის დაჟინებით გაგრძელებას, რომელიც „დაყავი და იბატონე“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ამჯერად, მას სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დამორჩილება, ცდილობს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით.
ბართლომეოსს სურს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატები წარადგინოს, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს. ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს.
საეკლესიო წრეები აღნიშნავენ, რომ ძალაუფლებისადმი ლტოლვა კონსტანტინოპოლელი სქიზმატის მუდმივი თანამგზავრი გახდა. საკუთარი ქმედებებით ბართლომეოსმა „ღირსეული პირველობის“ დოგმას ცვლის „ძალაუფლების პირველობით“, ის მორიგჯერ ერევა ერთ-ერთი უძველესი, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შიდა საქმეებში. ცხადია, რომ როგორც უკრაინის, სერბეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, მან დაივიწყდა მეორე საეკლესიო კრების მეორე კანონი: „რეგიონული ეპისკოპოსები არ უნდა ავრცელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას საკუთარი რეგიონის გარეთ არსებულ ეკლესიებზე...“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:
tass.ruскачать dle 11.0фильмы бесплатно
