Coloring Pages Reddit Video Downloader
 

მორიგი დეზინფორმაცია წმინდა სინოდის მღვდელმთავრების პოზიციასთან დაკავშირებით

მორიგი დეზინფორმაცია წმინდა სინოდის მღვდელმთავრების პოზიციასთან დაკავშირებით


საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებით ბოლო დროს ძირითადად ლიბერალურ მედიაში მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რაც აშკარად საპატრიარქოს პოზიციების დასუსტებისკენ არის მიმართული. ამაზე აუცილებელია ყურადღების გამახვილება, ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელთა მხილება და საზოგადოების ინფორმირება.

სტატიაში საუბრაი იქნება ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საქართველოს მართვლადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიასთან მიმართებაში, რომელიც მოსკოვის პატრიარქიაში შედის და ამას ოფიციალურად საქართველოს საპატრიარქო რათქმაუნდა აღიარებს და მხარს უჭერს. თუმცა, 2014 წელს უკრაინაში მომხდარი პროცესების შემდეგ, იგულისხმება ე.წ. „კიევის მაიდანი“ ანუ სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც მოყვა კიევში არსებული განხეთქილების მომხრე სასულიერო პირებისგან მცდელობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია გამოეყოს მოსკოვის პატრიარქატს და მოიპოვოს ავტოკეფალია, რაც კანონიკურად არ არის მართებული და რუსეთიდან ბუნებრივია უარყოფითი რეაქცია მოყვემოდა აღნიშნულ განხეთქილების მცდელობას.

აშკარაა, რომ განხეთქილების მცდელობა კიევში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს მოყვა და აღნიშნული ინიციატივა ზუსტად იმ ძალების მხრიდან იყო პროვოცირებული, ვინც დააორგანიზა „კიევის მაიდანი“ და ვინც ცდილობს დაძაბოს სიტუაცია მოსკოვსა და კიევს შორის. იგულისხმება აშშ-სა და ევროპაში არსებული პოლიტიკური ძალები, მათ შორის სორისი, ვინც რევოლუციებით ცდილობს კონკრეტულ ქვეყნებში ძალაუფლეა მოიპოვოს. ამ შემთხვევაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის მეშვეობით ცდილობენ გავლენა მოახდინონ მართლმადიდებლურ ქვეყნებზე. ამიტომ, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს რასთან გვაქვს საქმე და არც ისე ძნელი მისახვედრია, რომ საქართველოს საპატრიარქოსგანაც დასავლეთიდან ითხოვენ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რაც დიდ რისკებს უკავშირდება და ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ეს მოხდა, სერიოზულად დაძაბვს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სინოდის წევრები ამბობენ, საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებ კანონიკურად არაა გამართლებული.


უფრო კონკრეტულად და ქრონოლოგიურად, რომ განვიხილოთ აღნიშნული საკითხი, როგორც ცნობილია, რომ 2014 წლის მოვლენების შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა ავტოკეფალია და კიევს ტომოსი გადასცა. მერე კი დასავლეთიდან ირიბად თუ პირდაპირ დაიწყო მოთხოვნები, რომ საქართელოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეღიარებინა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რაზეც უარი მიიღეს და სინოდის გადაწყვეტილებით არ მოხდა აღიარება. იქედან გამომდინარე, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა საქართველოს საპატრიარქოსგან ოფიციალურ აღიარებას ვერ მიაღწია, სავარაუდოდ ამ ჯერად მისი მცდელობები წმინდა სინოდის წევრებისკენ იყო მიმართული და როგორც ვხედავთ, ზეწოლა მათ შორის ლიბერალური მედიის საშუალებითაც ხორცციელდება.

ამის ფონზე ინკოგნიტო საიტებზე ძალიან გახშირდა ცრუ ინფორმაციები, რომ ვითომ მღვდელმთავრებმა გააკეთეს განცხადება და მხარი დაუჭირეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, უფრო ზუსტად 29 მარტს ერთ-ერთ ქართულ საინფორმაციო სააგენტოზე „ვინიუს“-ზე გავრცელდა ასეთი ინფორმაცია (იხ.ბმული), ციტატა:

მორიგი დეზინფორმაცია წმინდა სინოდის მღვდელმთავრების პოზიციასთან დაკავშირებით

ფოტო ინკოგნიტო საიტ "ვინიუს"-იდან

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი 13 მღვდელმთავარი, საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას! მღვდელმთავრები რომლებიც საჯაროდ უჭერენ მხარს უკრაინის ავტოკეფალიას: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი), მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მიტროპოლიტი იოსები (კიკვიძე), მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), მიტროპოლიტი ანტონი (ბულიხია), მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული), მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე), ეპისკოპოსი გიორგი (ჯანდელიანი), ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)“. - სტატიის ბოლოში კი ასევე არის პეტრე ცაავას განცხადებაც ავტოკეფალიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი პეტრე ცაავა სრულიად სამართლიანად რამდენიმე წლის წინ სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმთავრობიდან განკვეთეს და მეუფე აღარ არის. ხოლო ის, რომ აღნიშნულ სიაში ისიც მოიხსენიება, ეს იმას ნიშნავს, რომ საინფორმაციო სააგენტო „ვინიუსი“ ეკუთვნის „ნაცმოძრაობის“ აქტივს. ანუ გასაგებია ვინც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

მაგრამ, ობიექტურობისთვის გადავწყვიტეთ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია გადაგვემოწმებინა. ამ მიზნით ჩვენ დაუკავშირდით საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს მამა ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ მისთვის უცნობია მეუფეების განცხადება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ასევე, მისი აზრით აღნიშნული საინფორმაციო სააგენტო „ვინიუსი“(wenews.ge) არის ინკოგნიტო საიტი და იქ განთავსებულ ინფორმაციაზე ფაქტიურად არავინ არაა პასუხისმგებელი.

ასევე, ჩვენ რამდენიმე მეუფეს პირადად დაუკავშირდით, ვინც ნახსენებია სტატიაში, რომ მათგან მოგვესმინა აზრი ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) გვითხრა, რომ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ეს სიცრუეა. ასევე, მიტროპოლიტ გრიგოლისგან (ბერბიჭაშვილი) არ მიგვიღია დასტური ამასთან დაკავშირებით. ხოლო, ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) გვითხრა, რომ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით ბოლო ოთხი წელია საერთოდ არ გაუკეთებია განცხადება.

რათქმაუნდა ჩვენ არ ვიცით ყველა მღვდელმთავრის აზრი უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებით, რადგან ამ ეტაპზე სხვა და სხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ყველა იმ მეუფესთან დაკავშირება, რომელიც საიტზეა ნახსენები, მაგრამ ვისთანაც მოხერხდა დაკავშირება ყველა მათგანმა განგვიცხადა, რომ ეს სიცრუეა. ამიტომ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალურ, ინკოგნიტო საიტებზე, როგორიცაა „ვინიუსი“, ვრცელდება დეზინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს პოზიციასთან დაკავშირებით, რაც მიუღებელია.
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions