"ადგილობრივ და საპარლამენტო დონეზე ერთ ასარჩევზე მოდის 55 ამომრჩეველი" - სოსო მანჯავიძე
- 03.09.2016, 21:12,
- არჩევნები 2020 / სლაიდი
- 0
ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით
სოსო მანჯავიძე ფეისბუკ სტატუსს აქვეყნებს:
"ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 31 სუბიექტი მიიღებს.აქედან 26 პარტია და 5 ბლოკი.ეს ნიშნავს,რომ დეპუტატობისთვის იბრძოლებს 4650(ოთხიათასექვსასორმოცდაათი) კანდიდატი.
ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში( საკრებულოებში) მოსახვედრად,სადაც მთლიანობაში 1050 ადგილია,იგივე მონაწილეობის შემთხვევაში, დაახლოებით 32550 იბრძოლებს.
"საქართველოში,სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მოსახლეობის რიცხვს კომიკურად "ემთხვევა" და 2 მილიონი ადამიანის ემიგრაციისა და ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად,ამომრჩეველთა რიცხვი იგივე დარჩა,რეალურად საარჩევნო პროცესში მაქსიმუმ ორი მილიონი ადამიანი მონაწილეობს.
ეს ნიშნავს,რომ ადგილობრივ და საპარლამენტო დონეზე ერთ ასარჩევზე მოდის დაახლოებით 55 ამომრჩეველი.
თუ ამას დავუმატებთ გულდაწყვეტილებს იმის გამო,რომ სიებში არ ჩაწერეს,ასევე ყოფილ დეპუტატებს,რომლებიც ასევე ნაწყენები არიან,მივიღებთ ჩვენში არსებული უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს-ავადმყოფურ ამბიციურობას და მასზე მორგებულ სახელმწიფო სისტემას." - აცხადებს სოსო მანჯავიძე
скачать dle 11.0фильмы бесплатно