თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე ავხადებს, რომ დაიწყო მიწების გაყიდვის უმართავი პროცესი. დეპუტატის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება მოქმედებები ამ პროცესების შესაჩერებლად.„ყოველთვის ვამბობდი,რომ ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხის განსაზღვრა კონსტიტუციაში არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი.
ასეთივე, და შეიძლება ითქვას,უფრო მწვავეა ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მიყიდვის საკითხი.
პრეისტორიას არ მოვყვები,ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს რამდენი გვიბრძოლია იმისათვის,რომ ქართველი ხალხი საკუთარ მიწაზე ბოგანოდ არ გადაიქცეს.სამწუხაროდ, მხოლოდ ის მოვახერხეთ,რომ საკითხი “გაიყინა” , მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა,ხოლო კანონპროექტი,რომელიც შემუშავებულ იქნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ( თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) და ჩვენი თანამშრომლობით ( მიწის დაცვის კომიტეტი,მეცნიერებათა აკადემია).პარლამენტმა არ მიიღო.
შესაბამისად, ვინაიდან არავითარი ლეგალური ბარიერები არ არსებობს, კვლავ დაიწყო მიწების გაყიდვის უმართავი პროცესი.
ისიც აშკარაა,რომ მომავალ პარლამენტში ე.წ. “ლიბერალური” ძალების მოძალება კიდევ უფრო მეტი იქნება.
კონსერვატული ფლანგი საერთოდ მორღვეული და დეზორგანიზებულია. ზოგიერთი ლიდერი თითქოს განგებ ახდენს საკუთარი თავის დისკრედიტაციას.
ამიტომ უახლოეს დღეებში მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დავიწყებთ მოქმედებებს,რომ ეს პროცესი შევაჩეროთ და მოვაქციოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების კალაპოტში!“წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно