საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
- 09.09.2016, 01:26,
- ეკონომიკა / სლაიდი
- 0
2016 წლის 7 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 31 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.690 პროცენტით, მაქსიმალური 6.920 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.871 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
წყარო:
nbg.gov.geскачать dle 11.0фильмы бесплатно