ეკონომიკურ საკითხებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ ეკონომისტთან,
დემურ გიორხელიძესთან.
-
მოგესალმებით ბატონი დემურ, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეთ პოსტი, სადაც ისაუბრეთ პრემიერის გამოსვლაზე ეკონომიკასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რამდენად სწორი ნაბიჯებია გადადგმული ხელისუფლების მხრიდან ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით?- პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ აქცენტები სწორად უნდა იყოს განლაგებული. ეს არის სხვა ეტაპი, ჩვენ არ გვაქს პოსტ კრიზისული ეტაპი, როცა ვიცით შედეგები და ვცდილობთ მისგან გამოვიდეთ. მსოფლიომ არ იცის ეს ყველაფერი რით დამთავრდება, ნახეთ აშშ-ში მარტში 700 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, არა და ერთი წლის წინ, რომ ვიყავი იქ ფანტასტიური მდგომარეობა იყო, ყველა მუშაობდა, რაც არასდროს არ ყოფილა. ამიტომ დღეს მთავარი ამოცანაა, ადამაინების გადარჩენა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე შიმშილის პრობლემა არ უნდა იყოს, ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და ბევრ ადამიანს მათხოვრული პენსიის გარდა შემოსავალი არ აქვს. მეორე პრობლემაა ბიზნესის გადარჩენა, რომ მცირე და საშვალო ბიზნესი არ მოკლას ამ კრიზისმა, არა და რეცესიაა მსოფლიო ეკონომიკაში, არავინ იცის რამდენიხანი გაგრძელდება. ამიტომ, მე მაინტერესებს არა ის, პოსტკრიზისულ პერიოდში რას გააკეთებს ხელისუფლება, რაც გუშინ პრემიერმა განაცხადა, არამედ რას გააკეთებს გადასარჩენად, ამაზე არაფერი თქმულა. აქცენტების ჩანაცვლება იმას ნიშნავს, რომ მთავროპას არ აქვს დანახული პრობლემა არსში და ამიტომ ძალიან ზედაპირული განცხადებები გააკეთა.
-
მთავრობა გეგმავს 2 მილიარდი ლარი გამოყოს მოქალაქეებისა და ბიზნესის დასახმარებლად. საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი, რა ვადებში იქნება აღნიშნული ფულადი რესურსი დახარჯული და რა მიმართულებით? - საუბარია იმაზე, რომ ეს თანხა იქნება გამოყენებული პოსტ კრიზისული პერიოდისთვის, კი მაგრამ იქამდე მიღწევა ხომ უნდა? არ არის სწორი ეს აქცენტი, სად არის დღევანდელი, მოკლე ვადიანი გადარჩენის პროგრამა? ჯერ უნდა გადავრჩეთ, მინიმალური დანაკარგებით თუ მოხდება ეს კარგია, მერე კი ვიფიქრებთ იმაზე, როგორ გამოვიდეთ იმ სიტუაციიდან. არავინ იცის ეს როგორ დამთავრდება, 10 მილიონი სამუშაო ადგილი სეიძლება დაიკარგოს აშშ-ში და ევროპაში და ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ ვერ ვხვდები, რომელ პოსტ კრიზისულ პერიოდზე ვლაპარაკობთ? ჯერ გადავარჩინოთ ბიზნესი, თორე ის, რომ აღარ იქნება, მერე რამდენიც არ უნდა გამოყო ფული ახალი ბიზნესების გაჩენას, ახალი საქმეების დაწყებას დრო უნდა, ამაზეა დღეს ლაპარაკი.
- ასევე ითქვა, რომ მთავრობა კომუნალურებს გადაუხდის მოქალაქეებს.- უნდა გადაუხადოს, ძალიან კარი, მადლობა ამისთვის, ვინც შეძლებულია ალბათ არ დაჭირდება და უარს იტყვის დახმარებაზე, მაგრამ ვისაც ჭირდება, მისთვის აუცილებელია, ეს მართლკაც კარგი ღონისძიებაა.
-
საიდან უნდა გამოიყოს 2 მილიარდი? - ჯერჯერობით, რაც მოვისმინე, საუბარია ბიუჯეტის ხარჯების გადანაწილებზე, ეს ალბათ პირველი სწორი ნაბიჯია, ასე, რომ მოხდეს, ბიუჯეტში შიგნით უნდა დაიწნეხოს ყველა ხარჯი, რომელიც კი შეილება არ იყოს გაწეული, ფული უნდა გამოთავისუფლდეს ამ მიზნით, მაგრამ მთავარია რაში იქნება ეს გამოყენებული? თუ იგივე სქემა იქნება, რაც სოფლის მეურნეობის შემთხვევაში გაკეთდა, როცა მილიარდი გამოიყო ანუ ბანკების საპროცენტოს დაფარვით, არა და ბანკი გიჟი კი არ არის ფერმერს და მცირე მეწარმეს დაეხმაროს, რომელმაც საქმე უნდა ააწყოს და წლების მერე დაუბრუნოს, ბანს თავისი მიზანი აქვს სახელმწიფოს თავისი მიზანი, სახელმწიფოს ვერ გაუგია მისი ადგილი, საქართელოს მტავრობას ვერ გაუგია მისი ადგილი და რა მიმართულებაა საჭირო, ბანკს ეუბნება დააფინანსეთ საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვითო, ბანკი კი საკუთარ მოგებაზე მუშაობს და სახელმწიფოს მაგივრად არ იფიქრებს ვინ და როგორ დააფინანსოს.
- პოსტკრიზისულ პერიოდში იქნება თუ არა შესაძლებლობა ეროვნული მეწარმეობის განვითარება რეგიონებში, რომ იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული. მთავრობაში უკვე გაჟღერდა მსგავსი ინფორმაცია, რამდენად რეალურია და რა არის საჭირო, რომ განხორციელდეს პროექტი „აწარმოე საქართველოში“?- მე ეს პროექტი საერთოდ მასხარაობა მგონია, ასეთი ლოზუნგური და სლოგანზე გათვლილი პროგრამები, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მილიონით ფინანსდება, არ წარმოადგენს იმ პოლიტიკას, რომელიც ადგილობრივ მეწარმეობას განავითარებს. რა უნდა გაკეთდეს სოფლად, რა უნდა გაკეთდეს მცირე და საშვალო ბიზნესის განვითარებისთის, ყველაფერი კარგად არის გაწერილი, პოლიტიკური ნება არ არის თორე...ამ რვა წლის თავზე საქართველო სულ სხვა მდგომარეობაში იქნება. მე ვერ ვხედავ ვერანაირ წინადადებას საქართელოს პრემიერ მინისტრისგან, რომ აი რა გაკეთდება კონკრეტულად. გაზაფხულია, ყველფერს თავისი აგრო ვადები აქვს ხომ, საკუთარი პროდუქტი, რომ გქონდეს, არადა შესანიშნავი რაღაცეები შეგიძლია აკეთო. დღესაც კი იმპორტზეა საქართელო დამოკიდებული, დღესაც კი რაღაც ზღაპრებზე გვესაუბრება პრემიერი, იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულად თქვას, აი რა მოიხვნება, რა დაითესება, რა დახმარება იქნება ამისთის გაწეული, რომ 3-4 თვის მერე პირველი სედეგები მივიღოთ. ამას რეალური გეგმა უნდა, არა და არფერი რეალური არ თქმულა.
-
თქვენ წარსულში დეპუტატი და აქტიური პოლიტიკოსი ბრძანდებოდით, საინტერესოა თქვენი სამომავლო პოლიტიკური გეგმები. რომელ პარტიას უჭერთ მხარს მომავალ არჩევნებში?- მე არსად არ წავსულვარ, უბრალოდ იმ სიტუაციიდან გამოვედი, იმიტომ, რომ ვხედავდი უპერსპექტივო პოლიტიკურ ელიტას, რომელსაც არ ქონდა მიზნად ქვეყნის განვითარება, გარდა წვრილმანი საკუთარი საქმეების მოწესრიგებისა, ამიტომ ყველას უარი უთხარი, ეხლა დამოუკიდებლად ვარ, მე არ ვარ პარტიის მხარდამჭერი, მე ცოტა სხვა ფუნქცია მინდა სევასრულო. მინდა მობილიზაცია მოვახდინო იმ ხალხისა,
ვისაც საკუთარი ქვეყენა ტკივა, ამას არ ქვია პარტია, ამას ქვია ინტერესთა ჯგუფი, ვინც საქართელოს მომავალს ხედავს სხვანაირად. და ესენი იქნებიან ალტერნატიული შეხედულებათა სისტემის მქონე ადამიანები, ეროვნულ ფუძეზე დაფუძნებული, იმას გააკეთებენ, რომ ზემოქმედება მოახდინონ ადამიანებზე, რომ თავისი ოჯახის და ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალზე ცოტა სხვანაირად იფიქრონ, განსხვავებით იმისა, როგორც ბოლო 30 წელია საქართელოში წამხდარი ელიტა ფიქრობს.
პარტიებს რაც შეეხება, ყველა პარტია მისაღებია, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში და საკუთარი ამომრჩეველის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, მითუმეტეს მათი ვინც შეთანხმებული წესებით მოქმედებს, დაე იარსებონ, დაე დაუმტკიცონ საქართელოს მოქალაქეებს და ნელნელა შესაძლებელი გახდეს ქვეყნის განვითარება. ამიტომ, მე არავის წინააღმდეგი არ ვარ, გარდა რევოლუციონერების, შეფარებული ნეობოლშევიკების, ნეოლიბერალების და თანამედროვე იდეოლოგიას ამოფარებული მარიონეტებისა, რომლებიც ქვეყანას უმძიმეს მდგომარეობაში აყენებენ. სხვა მხრივ, ნებისმიერი ადამიანი მისაღებია, ვისაც საკუთარი ხედვა აქვს, თუმცა შეიძლება არ ვეთანხმებოდე გაურკვეულ საკითხებში, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ შეთანხმებული ერთ საკითხში, რომ ეს ჩვენმი ქვეყანაა და ერთად უნდა მოუაროთ, ერთმანეთის მოსმენა და გაგება ვიცოდეთ.
ესაუბრა
გიორგი ირემაძე, საინფორმაციო სააგენტო "პატრიოტის" მთავარი რედაქტორი
скачать dle 11.0фильмы бесплатно