"მე მივმართავ ზვიად სარალიძეს, ვიზიარებ თვენს თავს დატრიალებულ ტრაგედიას და გითანაგრძნობ მთელი გულით და სულით. მე მესმის დღევანდელი შენი მდგომარეობა, თუ რა განსაცდელის წინაშე დგახარ, მე მინდა მოგიწოდო, როგორც ქართველი ქართველს და როგორც სამართლიანობისათვის მებრძოლ ადამიანს, დღეს გაცილებით მეტი ადამიანი დავდგებოდით შენს გვერდით სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და ვიბრძოლებდით ბოლომდე,მაგრამ შექმნილი სიტუაცია არ გვაძლევს ამის საშუალებას, რადგან თქვენს გვერდით და ამ საქმიანობის ორგანიზატორები და დამფინანსებლები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ცნობილია განსაკუთრებული მოპყრიბით საქართველოს მოსახლეობის მიმართ, მათ შორის მკვლელობებით, საქართველოში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობის ოთხმოც პროცენტს გადაუარა, დაანგრია ოჯახები, ადამიანებს მოუკლეს შვილები, ზოგს დაგვიინვალიდეს, ჩამოართვეს ქონებები, აუპატივრებდნენ ადამიანებს, გაასხვისეს ტერიტორიები, რამოდენიმე ათასეული ადამიანი აქციეს ლტოლვილად. თქვენს გვერდით გამოჩნდნენ ის მოძალადე ადამიანები, როლებიც სააკაშვილის დანაშაულებრივ ბრძანებებს დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ, ზვიად კუპრავა ფარნაოზ კადუა, გიგი უგულავა, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და კიდევ სხვა მრავალნი, რომელნიც 9 წლის მანძილზე ხოცავდნენ და არბევდნენ საკართველოს მოსახლეობას, ნაციონალურ მოძრაობას არავითარი მორალური ულება არ აქვს მოუწოდოს საქართველოს მოსახლეობას, თუ როგორ უნდა აღდგეს სამართლიანობა საქართველოში, ჩვენ მართლაც გითანაგრძნობთ და მთელი გულით გვინდოდა თქვენ გვერდით დავმგარიყავით, მაგრამ ჩვენ მოძალადეების მკლელობის და რეჯიმის შემქმნელების გვერდით არასოდეს დავდგებით, მართლაც დადგება დრო და სამართალი იზეიმებს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ყველა ერთად დავინახავთ თუ როგორ წარსდგებიან ერთიანი ნაციონალური მოდძრაობის პოლიტიკური ლიდერები სასამართლოს წინაშე და პასუხს აგებენ, იმ დანაშაულებებზე, რომლებიც მათ ჩვენს წინაშე ჩაიდინეს,კიდევ ერთხელ მოგიწოდებ გაერიდე იმ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რომელსაც არავითარი უფლება არ აქვს ისაუბროს სამართლიანობის აღდგენაზე, ნუ მისცემ უფლებას, მართლაც მრავალი ქართველის მკვლელებს, შენი შვილის სუფთა სახელი პოლიტიკური თამაშით შეურაწყონ,სამართლის პოვნა თუ გინდა ჩვენ მზად ვართ შენთან ერთად ვიბრძოლოთ. თხოვნით მოგმართავთ შორს დაიჭირეთ თავი ამ პოლიტიკური ავანტურისტებისაგან.
პატივისცემით, სამხედრო ეექსპერტი ტრისტან წითელაშვილი."
скачать dle 11.0фильмы бесплатно