Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ჯონდი ბაღათურია: "რუსეთსა და საქართველოშიც კი არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც სრულიად სტერილებულია სამშობლოს კონცეფციისგან."

ჯონდი ბაღათურია: "რუსეთსა და საქართველოშიც კი არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც სრულიად სტერილებულია სამშობლოს კონცეფციისგან."


გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატთან, პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარესთან ჯონდი ბაღათურიასთან. ასევე, რუს პოლიტოლოგთან ევგენი მიხაილოვთან, თემაზე: რამდენად უშლიან ხელს ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებას ორი ქვეყნის ლიბერალური საზოგადოების წარმომადგენლები და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხელისშემშლელი ფაქტორები აღიკვეთოს.

- როგორ აფასებთ ბოლო დროს რუსეთიდან საქართველოში ულტრა-ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების შემოსვლას, რომლებიც რატომღაც სხვადასხვა მოთხოვნებით აქციებსაც კი მართავენ უკრაინიდან შემოსულ ლიბერალებთან ერთად? უცნაურია, მაგრამ ფაქტია...

-ამ ბოლო დროს ბევრი რუსი ჩამოვიდა საქართველოში და ზოგიერთმა მათგანმა გულწრფელად გამაოცა სამშობლოსადმი მტრული დამოკიდებულებით. მაგრამ ქართველებშიც გვყავს ასეთი ხალხი. ეს არის მთელი თაობა, რომელიც გაზარდა კოლექტიურმა დასავლეთმა - ეს არის რუსეთის, საქართველოს, უკრაინის და ზოგადად, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემა. ეს, პირველ რიგში, განათლების პრობლემაა. პირველი, მაგალითად, რაც ამერიკელებმა გააკეთეს, როცა ქართულ პოლიტიკაში შეღწევა დაიწყეს, მასმედიის და განათლების სამინისტროს გაკონტროლება დაიწყეს - იგულისხმება ასევე, საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები. ამიტომ, განათლების სამინისტროებს კითხვები უნდა დავუსვა ამ საკითხზე.

რა თქმა უნდა, საქართველოში არიან რუსეთიდან ჩამოსული ემიგრანტები, რომლებსაც უყვართ სამშობლო. ფსიქიკურად, ისინი არ არის გადაკეთებული დასავლეთის მიერ. მაგრამ რუსეთსა და საქართველოშიც კი არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც სრულიად სტერილებულია სამშობლოს კონცეფციისგან. და ეს ქართველებისა და რუსების სწორედ ის ნაწილია, რომლებიც ასე ვტქვათ, მათი დაქირავების შემთხვევაში, აწყობენ პროვოკაციებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საზიანოდ.

მაგალითად, საქართველოში შემომავალ რუსულ გემზე, რუსი ტურისტების წინააღმდეგ პროვოკაცია. ამ პროვოკაციებისთვის ქირაობენ - 50-100 კაცს - მეტის დაქირავებას შერ ახერხებენ, და ეს ხდება იმის ფონზე, რომ მედიას ტოტალურად აკონტროლებენ ამერიკელები. და ამ მედიის მხარდაჭერის გამო, ეს არცთუ მრავალრიცხოვანი 100 ადამიანი ხდება ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა ვირტუალურ სივრცეში. ვინც ახლა ამას აკეთებს, აღიზარდა მატერიალისტებად - ეს არის ცივილიზაცია „სხეული სულის გარეშე“ - აი სად არის კონფლიქტი ჩვენსა და დასავლეთს შორის, ჩვენ ვართ სულის ცივილიზაცია!“- აცხადებს ჯონდი ბაღათურია.


ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსმა პოლიტოლოგმა ევგენი მიხაილოვმა:

ჯონდი ბაღათურია: "რუსეთსა და საქართველოშიც კი არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც სრულიად სტერილებულია სამშობლოს კონცეფციისგან."


„რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, თბილისი ძალიან კონსტრუქციულ პოზიციას იკავებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. საქართველომ მხარი არ დაუჭირა დასავლურ სანქციებს, ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა მრავალჯერ გაიზარდა, ასობით ათასი რუსი ტურისტი ისვენებს საქართველოს კურორტებზე. თუმცა, არსებობენ სხვა „ტურისტები“, რომლებსაც შეუძლიათ მხოლოდ გაამწვავონ პოზიტიური ძვრები სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, რომლებიც მხოლოდ მყარდება. ესენი არიან ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები, რომლებიც გაიქცნენ როგორც რუსეთის მიერ სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებისას უკრაინაში. ათასობით რუსი „ნავალნები“, სოროსელები და ამერიკული ფულის სხვა მოყვარულებმა საქართველო „დატბორა“ და მისი ტერიტორიიდან აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ცილისწამებას, ამიერკავკასიაში სხვადასხვა დასავლური ფონდებიდან მიღებული კაპიკების სანაცვლოდ.

მაგალითად, არის ისეთი პერსონაჟი, როგორიცაა ქალაქ ვორონეჟიდან, ნავალნის მიმდევარი ე. კარპოვი. მან რუსეთში დატოვა ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე და გაემგზავრა საქართველოში, დაიწყო აქტიურობა მედიასა და სოციალურ ქსელებში, ახორციელებს სხვადასხვა ქმედებებს სახელმწიფო ინტერესების განადგურების მიზნით ამიერკავკასიაში, ასევე, ის ხელს უწყობს მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ალექსეის ნავალნის საქმეს.

ამავე ქალაქის კიდევ ერთი ყოფილი მკვიდრი გ.ბოროდინი რუსეთში გახმაურებული სექსუალური სკანდალებით არის ცნობილი. ის აქტიურად უჭერს მხარს „ლგბტ“ ადამიანებს, რაც ძალიან უცნაურია, რომ დაეხმარა მას საქართველოში დამკვიდრებაში - ქვეყანაში, სადაც მიუხედავად დასავლური ფონდების დამღუპველი გავლენისა, ტრადიციული ღირებულებები ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველები ხელკეტებით არბევენ და აღკვეთავენ პედერასტების თავყრილობებს და სხვადასხვა „ცისარტყელიან ღინისძიებებს“

იმედი მაქვს, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებს საქართველოში ესმით, რომ ასეთი რუსი ოპოზიციონერების მხარდაჭერა ქართული საზოგადოების დასავლური ნაწილიდან ძალიან უარყოფითად აისახება ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.“ - აღნიშნა ევგენი მიხაილოვმა.скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions