დღეს, 2018 წლის 21 იანვარს „სმირნოვების“ სახლ-მუზეუმში შედგა რუსული რომანსის საღამო. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „სმირნოვების“ სახლ-მუზეუმის დირექტორი ბაია ამაშუკელი და საქველმოქმედო ფონდი „წყაროს“ ხელმძღვანელი და „რუსეთის მშვიდობის ფონდის“ წარმომადგენელი საქართველოში ლიკა ზახაროვა.
პუშკინის, ლერმონტოვის, მაიკოვის, რანტგაუზის, პლეშეევის, კოლცოვის, პოდრევსკის, რიზკინის, კონდრატიევის პოეტური სიტყვა გაჟღერდა მის მუსიკალურ განსახიერებაში - რიმსკი-კორსაკოვის, დარგომიჟსკის, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, ფომინის, შიშკინის რომანსებში.
მ.ჩიხრუკიძის, ლ.თაბუკაშვილის, ც.ვაშაკიძის, ტ.კირაკოსოვის, კ.პაპინაშვილის, ტ.ღოღობერიძის, მ.ღვაბერიძს, გ.ბეროშვილის, ე.გურგენიძის, ნ.სარჯველაძის, გ.კორკოტაშვილის შესრულებაში, სმირნოვების სასახლის ძველი მყუდრო დარბაზის უნიკალური ატმოსფეროს წყალობით, რომანსებმა მოიპოვეს განსაკუთრებული ჟღერადობა.