საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა.ამ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი პარლამენტარი იგორ მოსიჩუკიც ავრცელებს.ხოლო უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზად ტყუილი დაასახელა, თუმცა გამოცემა დამატებითი დეტალების შეახებ არ წერს.
მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე აღარაა და ის უკრაინის პასპორტს ფლობს. ამ პასპორტით მან ოდესის ოლქის გუბერნატორადაც იმუშავა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.
რადიო თავისუფლების ცნობით, მიმდინარე წლის მაისში სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებდა, “რაც არაკონსტიტუციურია”.
“სრულიად დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პრეზიდენტმა პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოპოვებულ იქნას ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას“, – რადიო თავისუფლების ცნობით განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა,რაც პეტრე პოროშენკო საქართველოს ეწვია და მას განუცხადეს,რომ საქარტელოს პროკურატურამ არაერთხელ მიმართა უკრაინის მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.პოროშენკომ განაცხადა,რომ ეს არ იცოდა,თუმცა სამშობლოში დამრუნების სემდეგ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა და სავარაუდოდ მისი ექსტრადიციაც მალე მოხდება.