შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სასტუმრო “გურუსა” და “ალიანსში”, სადაც უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა სხვადასხვა იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შსს-ს განცხადებით, ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, შვიდივე ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა. პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალი ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაუყენა, რაც 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ, უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები საქმის ყურში არიან და უკრაინის ექვსივე მოქალაქესთან კომუნიკაციაც ქონდათ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ იური ბირუკოვის ცნობით, საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს შორის, უმაღლესი რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის“ მეთაური სემიონ სემენჩენკოც იყო.
„მე მყავს სხვადასხვა კონტაქტები. ისინი ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სემენჩენკო თბილისშია, რომ სემენჩენკომ დიპლომატიურ სკანდალში გაგვხვია, რომ სემენჩენკომ საკუთარი ხალხი გაწირა და ბოლო მომენტში გაიქცა.ხვალ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს დიპლომატებს დაიბარებს. სემენჩენკო ხომ თბილისში ოფიციალური დოკუმენტებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა“, – ასეთი სტატუსი გამოქავეყნა უკრაინის მოქალაქეების დაკავებიდან რამდენიმე დღეში პოროშენკოს მრჩეველმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ქართველი ექსპერტების აზრით, უკრაინული ბატალიონის „დონბასის“ ყოფილი მეთაური სემიონ სემენჩენკო, უკრაინის სხვა მოქალაქეებთან ერთად, სააკაშვილის დავალებით შეიარაღებულ პროვოკაციას ამზადებდა, მიზანი სახელმწიფო დესტაბილიზაცია იყო. კერძოდ, იგულისხმება ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის კანდიდატის დამარცხების შემდეგ „ნაციონალური მოზრაობის“ მიერ რუსთაველზე დაგეგმის აქციაზე იქეგმებოდა შეიარაღებული პროვოკაცია, შესაძლოა გრიგოლ ვაშაძის ან პარტიის რომელიმე ლიდერის ლიკვიდაციაც მომხდარიყო, სააკაშვილის გუნდის წევრები ამას ხელისუფლებას გადააბრალებდნენ და შეეცდებოდნენ დესტაბილიზაცია მოეხდინათ, პარალელურად საპროტესტო აქციები გაგრძელდებოდა და საბოლოოდ სახელმწიფო გადატრიალებაც კი არ იყო გამორიცხული. სავარაუდოდ ასეთი სცენარი მზადდებოდა, რაც ქვეყნისათვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნებოდა.
დაკავებული უკრაინის მოქალაქეების (ყოფილი სამხედროების), სასამართლო პროცესი 24 იანვარს არის დიშნული. скачать dle 11.0фильмы бесплатно