საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის ტელეარხ ЦАРЬГРАД ТВ-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობაზე ისაუბრა .
„ქართველი და რუსი ხალხის დაახლოება მართლმადიდებლობის საფუძველზე მოხდა, რაც დასაფასებელია. რაც ბოლო წლებში მოხდა, ორივე მხრიდან დიდი შეცდომაა. ჩვენ ვიყავით და უნდა დავრჩეთ ძმებად და კეთილ მეგობრებად. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა აღვადგინოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს ჩქარა, რადგან დრო ყველა ჩვენგანის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
ვისურვებდი, რომ ყველამ გაითავისოს თავისი ვალდებულება პირველ რიგში უფლის და შემდეგ თავისი ხალხის წინაშე. ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ კეთილი ტრადიციები“-განაცხადა ილია მეორემ.