Coloring Pages Reddit Video Downloader
 

პატრიარქი 2008 წლის ომზე: მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ...

 პატრიარქი 2008 წლის ომზე: მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ...




„ეს იყო მძიმე დღები საქართველოსთვის და მე მაინც გადავწყვიტე წავსულიყავი, ვნახეთ მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ ახლდა კიდევ სხვა მანქანები, რომ არ ესროლა ჩვენთვის სნაიპერს“, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ II-მ ბრძანა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში“.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა გადაცემაში, 2008 წლის ომი გაიხსენა, სადაც საომარი მოქმედებების დროს პირადად იყო ჩასული.

„გორი იყო მკვდარი ქალაქი. ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი ქუჩაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში. ეს იყო დიდი ნუგეში ჩვენი მღვდელმთავრისთვის რომელიც იქ იყო.

შესვლისას, როცა შევდიოდით ხელმარცხნივ იდგა პატარა მანქანა და იქ იჯდა მამაკაცი საჭესთან. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ელოდება რაღაცას. მერე უკან რომ ვბრუნდებოდით ისევ ისე იჯდა. გავაჩერებინე და ვიკითხე, ნახეთ, ხომ არაფერი უჭირს. თურმე ყოფილა მკვდარი. გარდაცვალებული და ისევე გახევებული იყო საჭესთან.

ჩვენ, წამოვიყვანეთ 7 მიცვალებული. მერე გავაგზავნე სამღვდელოება და კიდევ წამოვიყვანეთ. მინდორში რომ იყვნენ მიცვალებულები. ძალინ მძიმე სურათი იყო.

და, ეს ომი... ომი რომ დაიწყო... მე არ ვიცოდი რომ იწყებოდა ომი. მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის“.- ბრძანა პატრიარქმა.

წყარო:
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions