Coloring Pages Reddit Video Downloader
 

საქართველოში რუსეთის ახალი შემოსასვლელი გზა მშენებლობის პროცესშია (ვიდეო)

საქართველოში რუსეთის ახალი შემოსასვლელი გზა მშენებლობის პროცესშია (ვიდეო)


დაღესტნის რესპუბლიკის გზების მშენებლობის სააგენტო Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნაჩვენებია გზის გასაყვანად ჩატარებული ის სამუშაოები რომელიც ვანტლიაშევსკის უღელტეხილზე მიმდინარეობს. მშენებლობა ავარო-კახეთის გზის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

“დაღესტნის ავტოგზის“ ინფორმაციით, ავტომაგისტრალის სიგრძე 83 კილომეტრი იქნება. გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იქნება საჭირო. აღნიშნული მაგისტრალი იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად და შავ ზღვაზე გასასვლელად. ავარო-კახეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაღესტანზე გაივლის და მთლიანად ასფალტო-ბეტონის საფარით იქნება დაგებული.

პროექტს ხელი 2014 წელს მოეწერა. გზის მშენებლობის იდეას საქართველოში აზრთა სხცვადასხვაობა მოჰყვა. ხელისუფლებისთვის პროექტის განხორციელება ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიცია კი მასში საფრთხეებს ხედავს.

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions