Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ჩინეთის ბრალდება აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით

ჩინეთის ბრალდება აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით


მსოფლიო მასშტაბები მიიღო კორონავირუსის პანდემიამ, ბოლო ერთი თვეა სხვა რეალობაში აღმოვჩნდით, ვირუსისგან თავდასაცავად სერიოზული ღონისძიებები ტარდება, რიგ ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ასევე, კარანტინი რამდენიმე რეგიონში. ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვერ შემუშავდა, მაგრამ ყველას იმედი აქვს, რომ მალე გაივლის პანდემია და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით. თუმცა, ყველას აინტერესებს, სადამდე გაგრძელდება ეს, როგორ იქნება შესაძლებელი მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ეპიდემია, რა იყო ამის მიზეზი და ა.შ.

საერთოდ პრობლემის გადაჭრისათვის, ამ შემთხვევაში, ვირუსის შესაჩერებლად, აუცილებელია ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე ანუ უნდა ვეძებოთ მიზეზი. კორონავირუსი, როგორც ცნობილია პირველად დაფიქსირდა ჩინეთში, ქალაქ უხანში და ლოგიკურ ჯაჭვს, რომ გავყვეთ, იქ უნდა ვეძებოთ მისი წარმოშობის მიზეზი. ამ საკითხთან დაკავშირებით, უამრავი ვერსია ვრცელდება, ღამურაც კი დასახელდა ვირუსის მიზეზად. ასევე, გამოითქვა ვერსია, რომ ვირუსი გავრცელდა არა ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად ანუ ბიოლოგიური ლაბორატორიიდან. ეს თუ ასეა, ვის ან რაში დაჭირდა ვირუსის ხელოვნურად გავრცელება? ალბათ სიმართლის დასადგენად, ჯობია ფაქტებს მივყვეთ და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გავაკეთოთ ობიექტური ანალიზი.

კონკრეტულად რა მოხდა? მას შემდეგ, რაც ჩინეთში დაფიქსირდა კორონავირუსი, გარკვეული დროის შემდეგ, კერძოდ 12 მარტს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გამოთქვა ვარაუდი (იხ. ბმული) , რომ კორონავირუსი ქალაქ უხანში, ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს. ალბათ ყველასათვის გასაგებია, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური პირისგან მსგავსი ვარაუდი შემთხვევითი არაა და სერიოზული საფუძველი აქვს, ანუ პეკინში, მთავრობის დონზე მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის გავრცელებაში ვაშინგტონის ხელი ურევია. სანამ სხვა ფაქტებზე გადავალთ, რომლის მიხედვითაც შესაძლოა კორონავირუსი ხელოვნურად გავრცელდა, ჯერ ზემოთ მოყვანილი ფაქტის ანალიზი უნდა გაკეთდეს, რომ გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე.

ჩინეთის ბრალდება აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით

ცნობილია, რომ მსოფლიოს ისტორიაში კონფლიქტები და ომებიც კი ძირითადად ხდებოდა ეკონომიკური ინტერესების გამო. როგორც ვიცით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-სა და ჩინეთს შორის სერიოზული უთანხმოება და კონფლიქტიც კია ეკონომიკის საკითხებში. აშშ ჩინური პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია, ჩინეთი კი გარკვეულ წილად მარაგდება ამერიკული ნედლეულით, ასევე, ორ ქვეყენას შორის სერიოზული ურთიერთ დამოკიდებულებაა ფინანსურ სფეროში და შესაძლოა დიდი სარგებელიც, მაგრამ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როცა აშშ-ს საგარეო ვალი 20 ტრილიონზე მეტია, ასევე, ჩინეთსაც დიდი საგარეო ვალი აქვს. ამიტომ, ორივე სახელმწიფო იძულებულია სულ უფრო მეტად იბრძოლოს ეკონომიკური გავლენის სფეროების და ახალი ბაზრის მოსაპოველბლად, რაც კონფლიქტისა და უთანხმოების მიზეზია.

იქედან გამომდინარე, რომ თანამედროვე მსფლიოში ორ დიდ ბირთვულ ზესახელმწიფოს შორის სამხედრო კონფლიქტი ფაქტიურად გამორიცხულია, იცვლება კონფლიქტების მეთოდები, ალბათ ამიტომ დამკვიდრდა ასეთი ტერმინი „ბიოლოგიური იარაღი“ ანუ იგულისხმება, ვირუსების ხელოვნური გავრცელება, რაშიც ჩინეთმა ოფიციალურად დასდო ბრალი ვაშინგტონს. ასევე, კორონავირუსის გავრცელებამდე, ცოტა ხნით ადრე, ჩინეთსა და აშშ-ს შორის მოხდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო შეთანხმება. ექსპერტების აზრით, შეთანხმება ჩინეთისთვის კაბალურია და სავარაუდოდ მას სერიოზულად დააზარალებს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო იძულებული გახდა დათანხმებულიყო.

ანუ ამერიკელებმა, ეკონომიკური კონკურენციის ფონზე, რამდენიმე დარტყმა განახორციელეს ჩინეთის წინააღმდეგ. კორონავირუსის გავრცელება ქალაქ უხანში, რომელიც ერთ-ერთი დიდი ქალაქია ცენტრალურ ჩინეთში, დაახლოებით 12 მილიონი მოსახლეობით, ასევე, ის სატრანსპორტო ჰაბია და ვირუსის გამო მისი პარალიზება, სერიოზული დარტყმა იყო ჩინეთის ეკონომიკისთვის. თუ ეს ვერსია ნაწილობრივ მაინც შეესაბამება სიმართლეს, კორონავირუსის გავრცელების მიზეზი მართლაც ვაშინგტონში უნდა ვეძებოთ. თუმცა, ეს ვარაუდია და არა მტკიცებულება, ვარაუდი, რომელიც პეკინმა ოფიციალურად დააფიქსირა და რომელიც ბრალდებას უფრო გავს, ვიდრე უბრალო ვერსიას. სავარაუდოდ, აშშ-ს მიმართ, ჩინეთის ბრალდებითი ხასიათის განცხადებას გაგრძელებაც ექნება, მაგრამ ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს და იმედია სიმართლე მალე გაირკვევა.

ჩინეთის ბრალდება აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით

ეხლა კი გადავიდეთ სხვა ფაქტებზე, რომელიც არანაკლებ საინტერესოა, რადგან ჩვენს მეზობელ სომხეთს უკავშირდება, სადაც საქართველოს მსგავსად, კორონავირუსია გავრცელებული და არსებობს ვერსიები, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია, რომ გავერკვეთ რა ვითარებაა რეგიონში. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში, სომხეთში აშენდა ამერიკული ლაბორატორიები. ასევე, ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ბიოლაბორატორიების მიმართულებით და კონტროლდებიან ვაშინგტონიდან, კავკასიაში გააქტიურდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტერვიუში(იხ. ბმული) მნიშვნელოვანი ფაქტები მოყავს, სომხური ორგანიზაცია „ერთიანი ჯანდაცვის“ წევრს, ექსპერტ გრიგორ გრიგორიანს. სადაც ის ამბობს, რომ აშშ ცდილობს სომხეთში აკონტროლოს ბიოლოგიური უსაფრთხოების სფერო. მისი თქმით, 2018 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ამ მხრივ სომხეთში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, სომფლის მეურნეობის სამინისტროს გაუქმება უკავშირდება საგარეო ფაქტორებს, კერძოდ, უახლოეს მომავალში, სომხეთის ვეტერინარული სანიტარიის ცენტრზე კონტროლი გადავა ამერიკული ორგანიზაციის CARD-ის მმართველობაში. გრიგორიანი საუბრობს ბიოლოგიურ იარაღზე, მისი თქმით, ბოლო წლებში სომხეთში ციმბირის წყლულის შემთხვევები დაფიქსირდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბიოლოგიური ექსპერიმენტი მზადდება.

იმედია, გარკვეული დროის შემდეგ, გრიგორიანის და ასევე მეცნიერთა საზოგადოების, როგორც სომხეთის, ასევე სხვა ქვყნების წარმომადგენლები ისაუბრებენ ამ თემაზე უფრო მეტი არგუმენტებით და ინფორმაციით, რომ უფრო მეტი გავიგოთ იმის შესახებ, რა ხდება რეგიონში.

სტატიის ავტორი გიორგი ირემაძეскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions