Coloring Pages Reddit Video Downloader
 

გია კორკოტაშვილი: ნაციონალები ჩვენ - ქართველმა ხალხმა უნდა გავასამართლოთ!

გია კორკოტაშვილი: ნაციონალები ჩვენ - ქართველმა ხალხმა უნდა გავასამართლოთ!

პარტია ჩვენი სამშობლოს" წევრი გია კორკოტაშვილი „ასავალ-დასავალთან" 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს.

კორკოტაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" არის დამნაშავე გიორგი ანწუხელიძის სიკვდილშიც და ტერიტორიების დაკარგვაშიც. კორკოტაშვილმა აღნიშნა, 8 აგვისტოს გამო მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იმ ქართველი ბიჭების წინაშე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ. ისინი ნამდვილად სამშობლოსთვის დაცემული გმირები არიან.

ყოველი წლის 8 აგვისტოს ნაცები ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ და ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის სახელს ეფერებიან, არადა თვითონ არიან დამნაშავე ანწუხელიძის სიკვდილშიც და საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაშიც!

სააკაშვილის ხელისუფლების მთელი გენერალიტეტი ცხინვალიდან კუდამოძუებული რომ გამორბოდა, ამის მხილველი თავად გახლავართ, რადგან იმ დღეებში გორში ვიყავი!

2008 წლის 8 აგვისტოს გამო სააკაშვილმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი! ნაციონალები ჩვენ - ქართველმა ხალხმა უნდა გავასამართლოთ",- განაცხადა კორკოტაშვილმა.

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions