Coloring Pages Reddit Video Downloader
 

აფხაზმა მესაზღვრემ ქართველი ბავშვი გადაარჩინა

აფხაზმა მესაზღვრემ ქართველი ბავშვი გადაარჩინა



თვითმხილველებმა "პირWელს" განუცხადეს, რომ ენგურის ცენტრალურ ხიდზე მყოფი აფხაზი მესაზღვრე რუს ე.წ. მესაზღვრეებს დაუპირისპირდა და მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ე.წ. საბუთების არქონის მიუხედავად, მცირეწლოვანი ბავშვი, მშობლებთან ერთად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოატარა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინათ მოხდა.

"ამ ქმედებით აფხაზმა მესაზღვრემ საკუთარი თავი საფრთხის წინაშე დააყენა. მესაზღვრე ამბობდა, რომ მის დედას ონკოლოგიური დაავადება აქვს, რომელსაც ქართველი ექიმები მკურნალობენ.

დედაჩემს ქართველი ექიმები ცივ ნიავს არ აკარებენ. სამსახურიც რომ დავკარგო, ამ ბავშვს საზღვარზე გავუშვებ"- ასე ამბობდა აფხაზი მესაზღვრე. ჩვენც გაკვირვეულები ვიყავით მისი საქციელით. გახსოვთ ალბათ, რომ რამდენიმე წლის წინ, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქართველი მოზარდი, რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საბუთების არქონის გამო, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადაუშვეს, რის გამოც ბავშვი გარდაიცვალა",- აცხადებს "პირWელთან" საუბარში თვითმხილველი.

როგორც ცნობილია, დაშავებული მცირეწლოვანი მკურნალობას საქართველოში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions