პარტია ცენტრისტების თავმჯდომარე თეიმურაზ ხაჩიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:-„მინდა მოგახსენოთ,რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სამართლიან არჩევნებს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა მცდელობა, ჩვენ ცენტრისტები მოვეხსენით საარჩევნო მარათონიდან.
დღეს მათ ეს ვერ შეძლეს , პროცესი გრძელდება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხვალ. იმედს ვიტოვებ , რომ საქართველოს სასამართლო დარჩება დამოუკიდებელი და ის დამოუკიდებლად მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას , რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება ჩვენს მიერ რაიმე კანონის დარღვევის შესახებ.
""ნაციონალურმა მოძრაობამ" მინდა იცოდეს, რომ ვერანაირი მისი უკანონო ქმედება ვერ შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სწრაფვის შეჩერებას რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
მინდა მათ იცოდნენ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს ხვალ მიღებული ისინი ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ და მათი უკანონო ბოგინი საქართველოში დასრულდება, ხოლო ამერიკის ელჩს ბატონ იან კელის მინდა ვუთხრა, რომ არჩევნებში წარმატების შემდეგ იგი იქნება პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული და სამარცხვინოდ გაძევებული საქართველოდან, რადგან იგი სისტემატურად არღვევს კანონს, სისტემატურად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და შესაბამის გადაწყვეტილებას ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ აისახება ამერიკისა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე და დროა უცხოელმა დიპლომატებმა და ჩინოვნიკებმა ისწავლონ საქართველოს კანონმდებლობის , მოსახლეობის და ქართველი ერის პატივისცემა“.-ნათქვამია განცხადებაში.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно