Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ბედუკაძე: ჩემთვის არასამთავრობოების აზრი მეათეხარისხოვანია

ბედუკაძე: ჩემთვის არასამთავრობოების აზრი მეათეხარისხოვანია

პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების ლიდერი ლადო ბედუკაძე თავისი პარტიის სარეკლამო რგოლზე განმარტებებს აკეთებს.

ბედუკაძის თქმით, მისთვის არასამთავრობოების აზრი მეათეხარისხოვანია და მათ აშშ-ს დაზვერვის სპეც სამსახურებად მოიხსენიებს. ამის შესახებ პარტია ცენტრისტების ვებ-გვერდზე გავრცელდა განცხადება.


ბედუკაძის აცხადებს, რომ პენსიების გაზრდის დაპირება თუ მოსყიდვად აღიქვეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა იხელმძღვანელონ და კანონი გადაიკითხონ.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ პარტიამ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი. იგი კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას ისეთი რეკლამების გამოყენებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოწოდებულია არსებული პოლიტიკური წესწყობილების დამხობისკენ და ლახავს მის სუვერენიტეტს.

13 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძე საარჩევნო რეკლამა გავრცელდა. პარტიის დაპირებებია: რუსული პენსია - 400 ლარი, მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს და დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რეკლამა ეთერიდან მოხსნა. მათი განმარტებით, მაუწყებელი საფრთხეს ხედავს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

ასევე, უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ბედუკაძის გაერთიანების შეხედულებები მმართველი პარტიისათვის მიუღებელია და აქედან გამომდინარე, კანონით მინიჭებული უფლებით, ისინი მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმების შესახებ.

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions