Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ნინო ბურჯანაძე უსუფაშვილს სპეკულაციებში ადანაშაულებს

ნინო ბურჯანაძე უსუფაშვილს სპეკულაციებში ადანაშაულებს


ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატოში შესვლის წინააღმდეგია.

პარლამენტის ექს-თავმჯდომარე და ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ქვეყნის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით სპეკულაციებში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ქვეყნის უბლოკო სტატუსის გამოცხადების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ.

„მე დარწმუნებული ვარ, უბლოკო სტატუსს მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. რაც შეეხება სპეკულაციებს, სპეკულაცია არის ის, რასაც აკეთებდნენ ამდენი ხანი ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წევრებიც. სპეკულაცია არის ნატო-ში გაწევრიანებაზე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. სპეკულაცია არის ის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს მისაღებად მიაჩნია ნატო-ში გაწევრიანება, ვიდრე ქვეყნის გამთლიანება“
, — განაცხადა ბურჯანაძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ბურჯანაძის თქმით, საქართველოს უბლოკო სტატუსი დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, მშვიდობისა, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების გარანტი იქნება.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions