პოლიტიკური ექსპერტი ნიკოლოზ მჟავანაძე საუბრობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და ასახელებს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან წასვლის მიზეზებს.საბჭოთა კავშირის დროს ყველა რესპუბლიკაში და მათ შორის საქართველოშიც ცეკას მეორე მდივნად რუსი იყო დანიშნული. ის რესპუბლიკებში კრემლის თვალი და ყური უნდა ყოფილიყო. საქართველოში მეორე მდივანი რეალურად ნომინალური ფიგურა იყო. იმ მეორე მდივანს ისეთი გავლენა არც კი დაესიზმრებოდა, რა გავლენაც ახლა საქართველოზე ამერიკის ელჩს აქვს. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ამერიკის მოთხოვნით წავიდა თანამდებობიდან.
ის ვერ ჯდებოდა იმ ჩარჩოებში, რომელიც ამერიკამ ჩვენს ქვეყანას დაუწესა. ამერიკელი ერი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ამიტომაც არის, რომ ისინი ეროვნულობის ოდნავ გამოვლინებასაც კი ფაშიზმად აღიქვამენ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები იყო ეროვნული. ის საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე, ღიად ამბობდა რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარს არ დაუჭერდა, ასევე, გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. სხვათა შორის, მისი ბოლო ინიციატივა აღმოჩნდა ამერიკელებისთვის ბოლო წვეთი. მათი მოთმინების ფიალა აივსო და უთხრეს, რომ უნდა წასულიყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის მოთხოვნით სხვა ქვეყნებში მაღალი თანამდებობის პირები პოსტებს ტოვებენ. რამდენიმე ათეულის წლის წინ ავსტრიაში არჩევნებში ჰაიდერმა გაიმარჯვა. მას ნაციონალისტური ლოზუნგები ჰქონდა. ამერიკელებმა პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ის არ წავიდოდა, ავსტრიას იზოლაციაში მოაქცევდნენ. ანალოგიური მოხდა ღარიბაშვილის შემთხვევაშიც.
მისგან ამ ფაქტის უარყოფის განცხადებას ვერასოდეს მოვისმენთ. ღარიბაშვილი ამ განცხადებას, პირველ რიგში, იმიტომ არ გააკეთებს, რომ ამით ქვეყანა დაზარალდება.
ვისაც არ სჯერა, რომ ღარიბაშვილი მათი მოთხოვნით გადადგა, კიდევ ერთ არგუმენტს მოვიყვან. ირაკლი ღარიბაშვილი დეკემბერში გადადგა. ამ გადაწყვეტილებამდე მან საახალწლო ღონისძიებაზე მოსაწვევები გააგზავნა. ახლა ვკითხულობ, კაცი თუ გადადგომას აპირებს, რატომ დაგეგმავს ღონისძიებას და მოსაწვევებს დაარიგებს? უნდა თუ არა ვინმეს ეს, ღარიბაშვილი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.
რაც არ უნდა შავი პიარი ააგორონ მის წინააღმდეგ, არაფერი გამოუვათ. საქართველო არის ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და გარე ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ კონსტიტუციაში ოჯახის ცნების გასწვრივ არ ჩაიწეროს, რომ ის ქალისა და მამაკაცის ერთობაა.''-ისაუბრა ნიკოლოზ მჟავანაძემ ,,ახალ თაობასთან'' ინტერვიუში.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно