Coloring Pages Reddit Video Downloader
 

თბილისის „დინამო“ ბერძნულ პაოკთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა (ვიდეო)

ევროპის ლიგის ფლეიოფში "დინამო არენაზე" თბილისის „დინამო“ ბერძნულ პაოკთან ანგარიშით 0:3 განადგურდა. მატჩში პირველი გოლი მეოცე წუთზე ლეონარდო მატოშმა გაიტანა, ხოსე ანხელ კრესპომ ბერძნები ორბურთიანი სხვაობით 71-ე წუთზე დააწინაურა, მესამე გოლი კი „დინამოს“ კარში გარი როდრიგესმა გაიტანა.



„დინამომ“ მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: სკრიბე, ამისულაშვილი, რენე სანტოსი, უჩა ლობჟანიძე (თევზაძე), ჭელიძე, ცინცაძე (ალვარო), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური და პაპუნაშვილი (დვალიშვილი).

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „დინამოს“ ფანკლუბები - "გლადიატორი" და "ელიტა". სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე ორი გულშემატკივარი შევარდა, თუმცა ისინი დაცვამ მოედნიდან გაიყვანა.

განმეორებითი შეხვედრა 25 აგვისტოს საბერძნეთში გაიმართება. "დინამოს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით გამარჯვება ესაჭიროება.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions