Coloring Pages Reddit Video Downloader
 

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გიორგი მარგველაშვილის კარიკატურა დაწვეს(ვიდეო)

პროტესტი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გიორგი მარგველაშვილის მიერ ოჯახის მცნების განსასაზღვრი რეფერენდუმის არ-დანიშვნის გამო "ქართული იდეის" ახალგაზრდულმა ფრთამ და რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროტესტის ნიშნად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კარიკატურა დაწვეს.



"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბ-მა გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ რეფერენდუმის თემას: ,,ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა’’.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვდა 225 000 ხელმოწერა და ავთენტურობის შესამოწმებლად შეტანილ იქნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობას იღებდა მრავალი ადამიანი. ბუნებრივია, საკითხს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. დიდ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ აქტივისტს, რომელიც აქტიურად ჩაერთო ხელმოწერების შეგროვების პროცესში.

პრეზიდენტის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია... პრეზიდენტმა უნდა იცოდეს: ხალხის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება! რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა!

ნეო-ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევარი მარგინალური ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრებს პოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდათ და საკითხი სპეკულაციის საგნად იქცა. მორიგი ეროვნული პოზიცია - რუსულ ნარატივად შეირაცხა.

ბრალდების ავტორებს შევახსენებთ, რომ საუბედუროდ, თუკი დღეს საქართველოს მოქალაქე არ იზიარებს ლიბერალიზმის უკიდურესად ხისტ პოლიტ-ფილოსოფიას და აქტიურად იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, წმინდა ფასეულობებს, რომელმაც ქართველი ერი დღემდე მოიყვანა, სწორედ მათ მიერ, ის მიჩნეულია პრო-რუსული პოლიტიკის მომხრედ და რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ფარულ მხარდამჭერად. ბუნებრივია, მათი განცხადებები არის უსუსური მცდელობა პატიოსანი, უანგარო ადამიანისგან გამოძერწონ მტრის ხატი და მათგან განსხვავებული პოზიციის გამოხატვის გამო, ცილი დასწამონ. ქართული საზოგადოება დიდი ხანია ისმენს მდარე ცილისწამებას და როგორც წესი, თავ-თავიანთ ადგილს უჩენს ფარისევლებს.

ოჯახი არის სახელმწიფოს ძლიერების გარანტი. ნეო-ლიბერალური კონცეფცია, სწორედ ოჯახს იღებს პირველ სამიზნედ, მაშასადამე, იდეოლოგია თავისი არსით - სახელმწიფოს დაუძინებელ მტრად გვევლინება. ქართველი ხალხი დაიღალა პოლიტიკური სპექტაკლებით, სწორედ ამიტომ, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს გვსურს დამთავრდეს სპეკულაციები ზემოთხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოში ვერავინ შეძლებს ოჯახის სიწმინდის წაბილწვას და ანტი-სახელმწიფოებრივ იდეაზე მდგარი იდეოლოგიის გაბატონებას, ამიტომ არსებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად შეიქმნება ბევრად უფრო მყარი სამართლებრივი გარანტიები ოჯახის ინსტიტუტის დასაცავად.

ისტორიის უმძიმეს პერიოდებში, მრავალჯერ ბრძნულად მოგვიხერხებია ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ერთი მიზნით გაერთიანება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ღრმად გვწამს, რომ დღესაც ასე იქნება.

ქართული საზოგადოების მოტყუებას ვერავინ შეძლებს. ნებისმიერ მცდელობას - ხალხი საკადრის პასუხს გასცემს!

პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული იდეის'' ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი" - თორნიკე კივილაძე

წყარო: facebook.comскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions