"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უნდა მოიქცეს ისე, რომ ვლადიმერ პუტინი არ იყოს იძულებული, ჩვენს ქვეყანასთან მტრული დამოკიდებულება ჰქონდეს. "პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არ არიან და არც არავის მეგობრები არ არიან. პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი საქართველოს ამოცანაა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული, რომ საქართველოს მოექცეს როგორც მტერს. ჩვენი ამოცანაა, რომ მტერიც და მოყვარეც ჩვენს მოყვარედ გადავიქციოთ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "არჩევანში".
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს სწორი განმარტება არ არის. „არ დავუძახებ რუსეთს ოკუპანტს, რადგან მიმაჩნია, რომ არასწორი განმარტებაა. ერთადერთი ძალა ვართ, რომელიც რუსეთის ძალების გაყვანაზე ვსაუბრობთ და დანარჩენები საუბრობენ სხვა ჯარების შემოყვანაზე“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.