Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ნინო ბურჯანაძე: დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას პოლიტოლოგიაში ნამდვილად სჭირდება გაკვეთილი

ნინო ბურჯანაძე: დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას პოლიტოლოგიაში ნამდვილად სჭირდება გაკვეთილი

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, დღევადნელი პოლიტიკური ელიტა ერთმანეთისგან უბლოკო სტატუსს და ნეიტრალიტეტს ვერ ასხვავებს




"რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას, დიდ ნაწილს როგორც ჩანს, მცირე გაკვეთილი პოლიტიკაში და პოლიტოლოგიაში ნამდვილად სჭირდებათ იმიტომ, რომ ვერ ასხვავებენ ელემენტარულ რამეებს ერთმანეთისგან უბლოკო სტატუსს და ნეიტრალიტეტს, ვერ ასხვავებენ იმას და არ იციან პოლიტიკოსებმა ის, რომ დიახაც რომ სწორედ ასეთი მნიშვნელოანი გადაწყვეტილებები სწორედ არჩევნების წინ უნდა გაახმოვანო, რომ მოსახლეობა, იცოდეს ვის აძლევს ხმას და მოსახლეობამ იცოდეს რას უნდა ელოდოს იმ პოლიტიკური ძალისაგან, რომელსაც არჩევნებზე მხარს დაუჭერს. აბა რა იქნებოდა ნორმალური ბატონებო, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანია ჩაგვეტარებინა და მიგვეღო მოსახლეობის მანდატი და მერე უცებ განგვეცხადებინა ასეთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ეს ელემენტარული უცოდინარობაა და პოლიტიკაში განცხადებები წერა-კითხვის უცოდინარობის ტოლფასია",-განაცხადა ბურჯანაძემ.



მისივე თქმით, უბლოკო სტატუსს არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობასთან ან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან.



"უბლოკო სტატუსი ეხება ნატო-ს და არა ევროკავშირს, კიდევ ერთი უცოდინარობაა, როდესაც პოლიტიკოსები აცხადებენ რომ წლების წინ ჩვენმა მოსახელობამ მხარი დაუჭირა ნატო-ში გაწევრიანებას და ახლა უკუნითი უკუნისამდე ჩვენი მოსახლეობა ამ იდეას უნდა ემხრობოდეს, თუნდაც იმ შემთხვევაში ნატო რომ დაიშალოს კიდეც. შეგახსენებთ, ბატონებო, შვეიცარიის მაგალითს, მე ძალიან მინდა რომ ჩვენი ქვეყანა შვეიცარიისნაირი სახელმწიფო გახდეს, შვეიცარიამ რამდენიმე წლის წინ სწორედ რეფერენდუმით გადაწყვიტა რომ ევროკავშირში უნდოდა გაწევრიანება, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როდესაც შეიცვალა ვითარება ხელალხა გააკეთა განცხადება და უკან გაიწვია ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნა. კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ალბათ ჯერ წაკითხულიც არ გაქვთ, ნიდერლანდების სამეფომ რომელიც არის ევროკავშირის წევრი, გუშინ დაიწყო განხილვა ახალი ინიციატივის რომელიც ერთ-ერთმა პარტიამ წამოაყენა, ახალი Nexit-ის Brexit-ის შემდეგ რომ ნიდერლამდებმა დატოვოს ევროკავშირი, ასე რომ ნორმალური პოლიტიკოსები მსოფლიოში ასე იქცევიან, იღებენ გადაწყვეტილებას შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე და არა იქიდან გამომდინარე რომელი სახელმწიფოს მიმართ ვის რა ვალდებულები აქვს",-აღნიშნა ბურჯანაძემ.



ასევე, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლების და ოპოზიციის დიდი ნაწილი მოქმედებენ სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა საქართველოს ინტერესით.



"იმიტომ რომ საქართველოს ინტერესში შედის უბლოკო სტატუსი და რუსეთის ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, ცნობისთვის რუსეთის ინტერესში შედის სტატუსქვოს შენარჩუნება, მათ შორის ჯარის დატოვება, ვინც ამას ვერ ანსხავევებთ ბატონებო გადექით პოლიტიკიდან გვერდზე, მოსახლეობას მივმართავ რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პოლიტიკური ანაბანა რომ არ იციან ისეთი პოლიტიკოსები პარლამენტში აღარ შეუშვან"
,- განაცხადა ბურჯანაძემ.


წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions