უღირს კი საქართველოს სამაჩაბლოს დაკარგვის ფასად ანტირუსულ კოალიციაში "ინტეგრაცია"?
- 10.04.2017, 22:25,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
დღეს სამაჩაბლოში ანუ თვითგამოცხადებულ ე.წ. "სამხრეთ ოსეთში" საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდა,რომლის მიხედვითაც სამაჩაბლოს ახალი სახელი "ალანია" დაარქვეს და როგორც ამბობენ ცხინვალი ამით მომავალი რეფერენდუმისთვის ემზადება,რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციას შეუერთდება!რუსეთის მხარე ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურდებს,თუმცა შესაძლოა ეს მინიშნება იყოს,იმის საპასუხოდ,რომ საქართველო აგრძელებს დასავლურ ანტირუსულ სამხედრო კოალიციასთან დაახლოებას.მაგალითად,გასულ წელს საქართელოში NATO-ს ეგიდით სამხედრო წვრთნები ჩატარდა და დღეს უკვე
ფოთში ბაზის მშენებლობაზეც კი მიდის საუბარი!საქართველოს ხელისუფლება დასავლელი "მოკავშირეების" მხარდაჭერით კვლავ აგრძელებს ევროინტეგრაციას და ჩრ.ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებას,რაც უკვე მითად გადაიქცა,რადგან რეალურად იქ არავინ მიგვიღებს,მაგრამ პრემიერს და პრეზიდენტს ეს არ აღელვებს!იქმნება შთაბეჭდილება,რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის უფრო პრიორიტეტულია რუსეთის დასუსტება,ვიდრე ტერიტორიების დასაბრუნებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა! რუსეთს არც კი ელაპარაკებიან,არც მოსკოვში მიდიან და არც თბილისში ეპატიჟებიან, მაგალითად სერგეი ლავროვს,რომ ელემენტარულად საქართველოს პოზიციაზე ვესაუბროთ და გავიგოთ რა უნდა რუსეთს,მარტივად და კონკრეტულად,ხომ შეიძლება ერთხელ მაინც პირდაპირი დიალოგი გავმართოთ, დასავლეთის "დაკვირვებული" ყურისა და თვალის გარეშე დაველაპარაკოთ ჩვენს მეზობელს და ცივილური,ნორმალური დიალოგის სახით,"ოკუპანტოს" ძახილის გარეშე და რასაკვირველია არც ისინი გაიხსენებენ 2008 წელს ომის დაწყების და მათი 10 სამშვიდობოს დახოცვის ფაქტს! უბრალოდ მოვითხოვოთ ის,რაც გვეკუთვნის,ხოლო რუსეთის მხრიდან მოვისმინოთ მათი მოთხოვნები,დიპლომატიურად გადავწყვიტოთ ყველა დავის საკითხი და დავასრულოთ სამხედრო თამაშები,რომელიც მხოლოდ ამერიკის ინტერესებშია!
მაგრამ დასავლელი "მოკავშირეების" დამოუკიდებლად მოლაპარაკებასაც კი ვერ ახერხებს საქართველოს მხარე და კვლავ აგრძელებს ანტირუსულ სვლას...რასაც კარგი არაფერი მოყვება ქართველი ხალხისთვის!...გიორგი ირემაძეскачать dle 11.0фильмы бесплатно