ზვიად ტომარაძე: დღეს გიორგი მარგველაშვილმა იგივე სისულელე გაიმეორა, რაც 10 აგვისტოს განაცხადა
- 31.08.2016, 23:13,
- საზოგადოება / სლაიდი / პოლიტიკა
- 0
"დღეს გიორგი მარგველაშვილმა იგივე სისულელე გაიმეორა, რაც 10 აგვისტოს განაცხადა, რეფერენდუმი იმიტომ არ დავნიშნე, "რეფერენდუმის შესახებ" კანონში წერია, რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და რომ დამენიშნა ამით აფხაზეთის და სამაჩაბლოს არაღიარების პოლიტიკას საფრთხე დაემუქრებოდაო...ეს იმდენად ბრიყვული განცხადებაა, არათუ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, არამედ დამწყები იურისტისთვისაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა. "რეფერენდუმის შესახებ" კანონში ეგ იმიტომ წერია, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება მხოლოდ რომელიმე რეგიონში (მაგალითად იმერეთში, აჭარაში, კახეთში...) ან რომელიმე რეგიონის გამოკლებით. ანუ რეფრენდუმი ტარდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რეფერენდუმის ჩატარების მომენტში აკონტროლებს ხელისუფლება.
ის კიდევ ცალკე საუბრის თემაა, რომ ამ სიბეცის წამოყრანტალებით მარგველაშვილმა არალეგიტიმურად აღიარა ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი..." - ზვიად ტომარაძე
скачать dle 11.0фильмы бесплатно