საქართველოს მსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს,რომ საერთოდ დასავლეთი, კერძოდ კი აშშ და ასევე ევროპაც, რატომღაც ცდილობენ „უფროსი ძმის“ როლი ითამაშონ და ძალიან ხშირად რჩევის სახით, მათგან მოდის სხვადასხვა სახის ე.წ. „მესიჯები“ - თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს ჩვენი ქვეყანა, რომ აქ საბოლოოდ დამკვიდრდეს დემოკრატია,რომ ვითომ განვითარებადი ქვეყნიდან გარდავიქმნათ განვითარებულ ქვეყანად, საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპულ სახელმწიფოდ და ვითომ მხოლოდ ამ მოტივაციით ჭკუას გვარიგებენ, რაც ჩემი აზრით დირექტივაა და სხვა არაფერი, ანუ სხვა ქვეყნის ლიდერები ცდილობენ საქართველო საკუთარი გავლენის სფეროში მოაქციონ.ისმის კითხვა,რა ინტერესი აქვს მაგალითად აშშ-ს საქართველოში?
აშშ-ს საქართელოს მსგავსი ქვეყნების მიმართ ის ინტერესი აქვს,რაც მთელი მსოფლიო ისტორიის განმავლობაში ქონდათ ზესახელმწიფოებს ანუ იმპერიებს უფრო პატარა და სუსტი ქვეყნების მიმართ,რაც ძირითადად კოლონიალიზმით ვლინდებოდა.დღევანდელ ვირთარებაში,რომ გავერკვეთ აუცილებელია უბრალოდ ისტორიულ ფაქტებს გადავხედოთ და ყველაფერი ცხადი იქნება. მაშ ასე, თავის დროზე აშშ ბრიტანეთის კოლონია იყო და იქ, ჩრ.ამერიკის კონტინენტზე ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით 200 მილიონი ინდიელი ცხოვრობდა,რომლებიც ევროპელებმა უბრალოდ დახოცეს და მათი მიწები ძალით დაიკავეს,ხოლო ეს ტერიტორიები კოლონიებად გამოაცხადეს.მიზანი და ინტერესი მარტივი იყო, იმპერიას სურდა კოლონიების ხარჯზე ეცხოვრა და დაპყრობილი ტერიტორიიდან რეგულარულად მიეღო გადასახადები.
ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა მხოლოდ სახელმწიფოთა მმართველობის წყობა და ვითარდებოდა ტექნიკა,ხოლო ინტერესები უცვლელი იყო ანუ, როცა კაპიტალიზმმა და სოციალიზმმა შეცვალა მონათმფლობელობა, ფაქტიურად სახელმწიფოთა მართვის სისტემის არსებითი ცვლილება არ მომხდარა, უბრალოდ ტექნიკური მოდერნიზება მოხდა,ხოლო არსი უცვლელი დარჩა და როგორც მონათმფლობელობის დროს, დღესაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2%-ი ფლობდს უფრო მეტ ქონებას და ძალაუფლებას,ვიდრე დანარჩენი 98%-ი.ამრიგად, დღევანდელი კაპიტალიზმი იმპერიების ხელში არსებული კოლონიების სამართვი სისტემაა,რომელიც ტექნიკურად დახვეწა და უფრო ეფექტურად მუშაობს.ხოლო კოლონიებში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა ვერ ხვდებიან,რომ ისინი უცხო იმპერიის მომსახურე პერსონალია(ფაქტიურად თანამედროვე მონები არიან) და არა სუვერენული ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები.ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოს მიმართ, როგორც იმპერიას დაპყრობილი კოლონიის მიმართ.უფრო უკეთესად,რომ გავერკვეთ საკითხში, კვლავ ისტორიას მივმართოთ.
როცა ამერიკამ ე.წ. „ცივი ომი“ მოიგო და დაშალა საბჭოთა კავშირი,რისი ფაქტიც ის არის,რომ მაშინდელმა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უფროსმა ოფიციალურად განაცდახა: „ამერიკამ ცივ ომში გაიმარჯვა“(
ვიდეოს ბმული).ამის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-მ,როგორც გამარჯვებულმა დამარცხებული მხარის ტერიტორია დაიმორჩილა და ფაქტიურად კოლონიებად აქცია.ამას ადასტურებს ის ფაქტები,რომელიც ყოველმა ჩვენგანმა ვიხილეთ,რასაკვირველია მათ ვინც 90-იან წლებში ცხოვრობდა,ახალ თაობას სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს არ ახსოვს,მაგრამ აუცილებელია,რომ იცოდნენ საქართველოს უახლესი ისტორია და შეცდომები არ გაიმეორონ.მოკლედ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ე.წ. „დამოუკიდებელი“ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდნენ,საბჭოეთის დროინდელი ქარხნები და საწარმოები იშლებოდა და ჯართის ფასად იყიდებოდა,ხოლო იქ მომუშავე ადამიანები უმუშევრები რჩებოდნენ,ვინც ახერხებდა საზღვარგარეთ მიდიოდა სამუშაოდ,სადაც ძირითადად მოსამსახურის ვაკანსია ელოდებოდა.
ამრიგად 90-იან წლებში საქართელოში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია ძალიან მძიმე იყო,რასაც სამოქალაქო ომი და ტერიტორიების დაკარგვა მოყვა.მსგავს პოლიტიკას აშშ არა მხოლოდ საქარტელოში,არამედ სხვა ქვეყნებშიც ახორციელებდა ანუ ჩვენ ამ ჯაჭვური პროცესის მხოლოდ ერთი რგოლი ვიყავით.ცნობისთვის, ამერიკელების პირდაპირი სამხედრო ჩარევით იუგოსლავია 1992 წელს ექვს პატარა სახელმწიფოდ დაიშალა, ხოლო 1993 წელს მოხდა უკვე ჩეხოსლოვაკიის ორ ნაწილად გაყოფა.პარალელურად კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაიწყო ომი ყარაბაღის რეგიონისათვის. ეს ერთიანი ჯაჭვი იყო იმ პროცესისა,რასაც ქვია აშშ-ს მიერ პოსტსაბჭოთა ტერიტორიების(იუგოსლავია და ჩეხოსლოვაკია სსრკ-ს მოკავშირეები იყვნენ) ასე ვთქვათ ათვისება და დამორჩილება,ხოლო ამ მხრივ ამერიკელები რომაელების აპრობირებული მეთოდით მოქმედებენ ანუ დაყავი და იბატონე, დიახ, ზუსტად ხელოვნური კონფლიქტები და ძლიერი სახელმწიფოების პატარა ქვეყნებად დაყოფა აადვილებდა მათ მართვას.ხოლო მოცემულ რეგიონებში კონფლიქტები არ უნდა მოგვარდეს, პირიქით ეტაპობრივად უნდა განახლდეს,რათა კოლონიამ ძალღონე არ მოიკრიბოს,მიტროპოლიისგან დამოუკიდებელი არ გახდეს და შესაბამისად გადასახადიც არ შეუწყვიტოს,რადგან ეს იმპერიისთვის დამღუპველია.ზუსტად ამ პოლიტიკას ახორციელებს აშშ კავკასიაში,ერთის მხრივ ქართელები,აფხაზები და ოსები ვერ ვრიგდებით,მითუმეტეს 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ,რომელიც ზუსტად ამერიკელების წაქეზებით დასიწყო,მეორის მხრივ ყარაბაღის კონფლიქტიც იგივე ფუნქციას ასრულებს „ბიძია სემისთვის“,რომ კავკასიაზე გავლენა არ დაკარგოს,რადგან აქ საკმაოდ დიდი რესურსებია და რასაკვირველია ეს ვაშინგტონისთვის სერიოზული მოტივაციაა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც,რომ ამერიკას საქართველო ჭირდება სამხედრო მიზნებისთვის,მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ბლოკში NATO-ში გაწევრიანება ოფიციალური თბისისათვის თავსმოხვეული საჭიროება და არარეალური პერსპექტივაა,თუმცა აშშ-ს ლიდერები ცდილობენ საქართველო შეცდომაში შეიყვანონ და ტერიტორიებისა და ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე მიაღწიონ საკუთარ მიზანს.მათ სულაც არ აღელვებთ ის,რომ საქართველოსთვის დამღუპველია ანტირუსულ სამხედრო კოალიციაში მონაწილეობა და ამას
2008 წლის ცხინვალის კონფლიქტიდან კარგად ვხედავთ,როცა ამერიკამ წააქეზა სააკაშვილი და ომისაკენ უბიძგა,რასაც შედეგად ადამიანების დიდი მსხვერპლი და კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვა მოყვა.ეს ათი წლის წინ იყო,თუმცა ისტორიამ არაფერი გვასწავლა,დღესაც არ წყდება იარაღის ჟღარუნი და ზუსტად კონფლიქტის ზონებთან ახლოს ამერიკელებთან ერთად საქართველოს არმია სამხედრო წვრთნებს ატარებს.ამის მიზეზი კი ის არის,რომ ქართველი პოლიტიკოსები დამოუკიდებელ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, მაგალითად რატომღაც ვერ ხერხდება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება,რაც აუცილებელია და ამას უკვე ქართული საზოგადოების უმრავლეობა მოითხოვს.ამის სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ამერიკელების მხრიდან თავს მოხვეული დირექტივებით ხელმძღვანელობს.
საინტერესოა, აშშ პრაქტიკაში როგორ ახორციელებს საქართელოს მართვას და სხვადასხვა სახის რესურსების გადინებას ჩვენი ქვეყნიდან. ეს საკმაოდ მარტივი მეთოდია, მას შემდეგ,რაც კონფლიქტებით დასუსტებული ვიყავით, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ფაქტიურად ვეღარ ვახერხებდით დამოუკიდებელ არსებობას, ზუსტად ამ დროს აშშ-მ,როგორც „კეთილშობილმა მოკავშირემ“ დახმარების ხელი გამოუწოდა საქართველოს და ჩვენც მისი სტრატეგიული პარტნიორი გავხდით(ანუ ვასალებს ასე მოიხსენიებენ ამერიკელები). რა თქმა უნდა, ფორმალურად „დამოუკიდებლობას“ ვინარჩუნებთ,თუმცა ფაქტიურად ვაშინგტონის დირეკტივის გარეშე ვერც საგარეო და ვერც საშინაო პოლიტიკას ვერ ვახორციელებთ,სუვერენიტეტი იმაშიც კი არ გვყოფნის,რომ დასავლეთის დაუკითხავად რომელიმე ქვეყნის ლიდერს ნორმალურად დაველაპარაკოთ,მაგალითად,როცა 2014 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა,რომ ის მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს,რათა ორი ქვეყნის შორის დაგროვილი პრობლემური საკითხების განხილვა მოხდეს, საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა,რომ ჯერ დასავლელ ლიდერებთან უნდა გაიაროს კონსულტაციები და ამის შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი,რაც იმაზე მეტყველებს,რომ საქართველოს ლიდერი დასავლეთიდან მიღებული დირექტივების გარეშე ვერ მოქმედებს, ანუ ის არ არის დამოუკიდებელი ფიგურა.
აშშ-ს გარდა პოლიტიკური ბერკეტებისა რასაკვირველია აქვს ეკონომიკური ბერკეტებიც,იგულისხმევა დოლარის სისტემა,რომლის მეშვეობითაც ვაშინგტონი,როგორც მიტროპოლია წელიწადში რამდენჯერმე მსოფლიოს სხვადასხვა კოლონიებიდან,მათ შორის საქართველოდან ახდენს გადასახადის ამოღებას. ცნობისათვის, ლარს,როგორც საქართველოს სახელმწიფო ვალუტას საფუძველს უმყარებს არა ოქრო,არამედ დოლარი ანუ ლარის რეზერვი არის ამერიკული ვალუტა და მასზეა დამოკიდებული. ლარი,რომ მყარი იყოს მისი რეზერვის შესავსებად ვყიდულობთ დოლარს რეალური რესურსით,ხოლო ამერიკელებს საკუთარი ვალუტის დასაბეჭდად ჭირდებათ მხოლოდ ქაღალდი,რომელსაც 1971 წლიდან ოქრო არ ამყარებს,რადგან ზუსტად ამ წელს აშშ-ს პრეზიდენტმა დოლარისათვის „ოქროს სტანდარტი“ გააუქმა.
ამრიგად, აშშ დოლარის სისტემით მსოფლიოს ძარცვავს,ხოლო ვინც დოლარს არ იყიდის იმ სახელმწიფოში ან ამერიკული არმია მიდის „დემოკრატიის დასამყარებლად“ ან აშშ-ს ელჩების მიერ რევოლუციის ორგანიზება ხდება,როგორც ეს 2003 წელს მოხდა საქართველოში.დასავლეთი საქართველოზე გავლენის გასაძლიერებლად იყენებს ასევე ე.წ. „რბილ ძალას“,რომელიც ვლინდება არასამთავრობო ორგანიზაციების,მედიის და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით.მაგალითად, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართელო“ აფინანსებს სწორედ დასავლურ პროექტებს,ეს ფონდი კი ცნობილი, ფერადი რევოლუციების სპონსორის ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელის ნაწილია.ფონდ „ღია საზოგადოება - საქართელო“-ს აქვს საკუთარი საიტი(
ბმული),სადაც ღიად ხდება გრანტების გაცემა ანუ ყველა იმ ორგანიზაციის სიაა,რომლებმაც დაფინანსება მიიღეს სოროსისგან.
ცნობილი ფაქტია,რომ ჯორჯ სოროსმა საქართველოში 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ დააფინანსა ანუ ფაქტიურად სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ხელისუფლებაში მოიყვანა მ. სააკაშვილი და მისი ხელით ახორციელებდა ქართელი ხალხის ტერორს,რომ ტოტალუტი კონტროლი დამყარებულიყო,ამის ფაქტად შეგვიძლია იმ დროინდელი სტატისტიკა მოვიყვანოთ, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა ციხეში ჩასვა საქართველოს მოსახლეობის 10%,რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და თავისთავად აშკარა ტერორზე მიუთითებს.საპატიმროებში კი არაადამიანური მეთოდებით, სრულიად უკანონოდ უსწორდებოდნენ მსჯავრდებულებს, რისი დამადასტურებელი ვიდეო ფაქტებიც საკმარისზე მეტია. სამწუხაროდ, დღეისათვის დასავლეთი სოროსის და სხვა ფონდების მეშვეობით აგრძელებს იმ ორგანიზაციების დაფინანსებას,რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.ეს ორგანიზაციებია: სააკაშვილის სატელიტი მარგინალური პოლიტიკური პარტიები „გირჩი“,“მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართელო“,რომელიც სააკაშვილის პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო,ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ ამ პარტიების სატელიტია.რასაკვირველია ცალკე აღსანიშნავია მედიის დაფინანსება დასავლეთის მხრიდან,რომელებიც ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.ესენია საქართელოს ცენტრალური ტელეკომპანიები „რუსთავი 2“,ეხლა უკვე „იმედი“ და სხვა არხები,ასევე რადიომაუწყებლები, გაზეთები და ინტერნეტ გამოცემები.
მიუხედავად აშშ-ს მხრიდან საქართველოზე განხორციელებული უდიდესი ძალისხმევისა,რომ საბოლოოდ დაიმორჩილოს ქართველი ხალხი,მიუხედავად სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერისა, ანტიქართული ძალები საქართველოში სოროსის გეგმას ვერ ახორციელებენ,რადგან ეროვნული ძალები სრულიად საქათვრელოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მხარდაჭერით, წარმატებით იბრძვიან ეროვნული ინტერესებისთვის და არ დაუშვებენ,რომ ლიბერალური,დამღუპველი იდეოლოგია დამკვიდრდეს საქართველოში.
ქართელი პატრიოტების ძალა კიდევ ერთხელ გამოჩნდა 14 ივლისის საპროტესტო აქციაზე,სადაც „ქართულ მარშში“ 10 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა,რომელთა ძირითადი მოთხოვნა იყო საქართველოში უკანონოდ მოქმედი ორგანიზაციებისა და მიგრანტების დანაშაულებრივი ქმედების აკრძალვა.როგორც „ქართული მარში“-ს ლიდერები აცხადებენ,საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება და სოროსის ფონდები თუ სხვა ორგანიზაციები,რომლებიც საქართელოში ახორციელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება.სტატიის ავტორი
გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტოს პატრიოტის" მთავარი რედაქტორი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно