ინტერვიუ პარტია "სოლიდარობის ალიანსის" ლიდერთან და ყოფილ დეპუტატთან
ბექა ნაცვლიშვილთან.
- საზოგადოებაში არსებობს რამდენიმე ვერსია თუ რა მიზეზით დატოვა ივანიშვილმა პოლიტიკა, რომელიც რატომღაც დაემთხვა ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენის გრეგორი მიქსის განცხადებას. ანუ ივანიშვილის გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო გარე ფაქტორებზე თუ უფრო შიდა ფაქტორებზე ანუ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისზე?- მე არ ვიცი გარე ფაქტორებმა რა როლი ითამაშა, ერთი განცხადების საფუძველზე ცოტა რთულია ამაზე მსჯელობა. ხოლო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა ოფიციალურად პოლიტიკაში ყოფილიყო, ამას ის ყოველთვის აცხადებდა. ეხლა კი, როდესაც "ქართული ოცნება" მესამე ვადით აირჩიეს, მიუხედავად გაყალბებისა და საზოგადოების პროტესტისა, მმართველმა გუნდამა, იგივე ოპოზიციის სისუსტის გამო, შეინარჩუნა და კონსოლიდირება მოახდინა საკუთარი ძალაუფლების. ამის შემდეგ, ეტყობა მან გადაწყვიტა, რომ მოვიდა დრო პოლიტიკიდან წასვლისა. უფრო ამ ფაქტორებს უკავშირება, ვიდრე ვთქვათ, რომელიღაც კონგრესმენის თუ სენატორის განცხადებას.
- ზოგიერთი პოლიტიკოსისგან გაკეთდა განცხადებები, რომ "ქართული ოცნების" ერთობა დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ივანიშვილს ისე ქონდა სიტუაცია დალაგებული, რომ ყველა გზა მასთან მიდიოდა და მის გარეშე არაფერი არ წყდებოდა. თქვენი აზრით, ეხლა ვის ექნება პასუხისმგებლობა მმართელ გუნდში და ვინ იქნება გამოკვეთილი ლიდერი?- გასაგებია, რომ მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშვნა მის გარეშე ვერ მოხდებოდა. მოდით შევთანხმდეთ რაღაცაზე, რომ ივანიშვილმა განაცხადა წასვლის შესახებ, მაგრამ ჯერ უნდა მოხდეს ბევრი ისეთი რამ, რომელიც მის გადაწყვეტილებას დაადასტურებს. ივანიშვილი ადრეც იყო წასული. მაშინ მას არც პრემიერის პოსტი ეკავა და არც პარტიის წევრი აღარ იყო, მაგრამ მას იგივე ძალაუფლება ქონდა, როგორც პრემიერმინისტრობის დროსაც და შემდეგ, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო. აქედან გამომდინარე, მისი ფაქტორი კვლავაც მნიშვნელოვანია "ქართული ოცნებისთვის" და რათქმაუნდა, სანამ ივანიშვილი ამ ადამიანების აღქმაში მმართელ გუნდთან იქნება დაკავშირებული, მანამდე "ქართული ოცნება" ძალიან კარგად გამოიყენებს ივანიშვილის ფაქტორს.
რაღაცა დრო უნდა გავიდეს, რაღაცა უნდა მოხდეს, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ივანიშვილი რეალურად წავიდა. ერთ რამეს ვიტყვი, რომ ივანიშვილი დიდ ცვლილებებთან არ არის დაკავშირებული. კი ის დაკავშირებულია ფუნდამენტურ ცვლილებასთან, რომელიც 2012 წელს მოხდა საქართველოში, ეს არის ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება. მაგრამ სხვა სასიკეთო ცვლილებებთან ივანიშვილი არ არის დაკავშირებული, ამიტომ რადგან ჩვენი პოლიტიკა საქართელო უკვე 30 წელია დაფუძნებულია ვიღაცის უარყოფაზე, ვიღაცის წასვლაზე, ვიღაცის დაბრუნების შიშზე და არ არის პოზიტივზე ორიენტირებული, ამიტომ დღესაც იმ ცნობიერებაში ვინც "ნაცმოძრაბის" წინააღმდეგ იბრძოდა, ივანიშვილი "ქართულ ოცნებასთან" ერთად დარჩება მაინც გარანტად იმისა, რომ "ნაცმოძრაობა" არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ. პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ის ერთადერთ გარანტად დარჩება, არამედ პრობლემა იმაშია, რომ თუ მხოლოდ და მხოლოდ ე.ი. თუ ეგ იქნება საზოგადოების მთავარი საფიქრალი, მაშინ ეს ქვეყანა ვერ განვითარდება. იმიტომ, რომ წინ ვერ წავალთ, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა არ გვექნება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.
ამიტომ ივანიშვილმა უნდა დაამტკიცოს და სხვა რაღაცეები უნდა მოყვეს ამ განცხადებას, რომ ხალხმა რეალურად გაათვითცნობიეროს, რომ ის ხელისუფლებიდან წავიდა და შემდეგ ადამიანები, მე მგონია, რომ უფრო აქტიურად დაიწყებენ პოლიტიკაში მონაწილეობას, ეს ერთი და შემდგომ უკვე არჩევანს გააკეთებენ სხვა პოლიტიკურ ძალებზე და არა, შესაბამისად მხოლოდ "ქართულ ოცნებაზე", იმიტომ, რომ მმართელი გუნდი თვითონ არის "ნაცმოძრაობის" წევრებით გაჯერებული დღეისათვის და აქედან გამომდინარე, მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი განაპირობებდა იმას, რომ ადამიანებს ქონდათ რწმენა, რომ "ქართული ოცნება" კვლავაც "ნაცმოძრაობის" მოწინააღმდეგე, მის დამმარცხებელ და გარანტ ძალას წარმოადგენდა, რომ "ენმ" უკან არ დაბრუნდებოდა.
და თუ ივანიშვილი წავა და ხალხი გადახედავს "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" გუნდებს, იფიქრებენ, რომ ისინი ერთი და იგივეა, არაფრით ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან და არავითარი მნიშველობა არ აქვს იმას, "ნაცმოძრაობა" დაბრუნდება თუ "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, დიდად ქვეყნისათვის არაფერი არ იცვლება, რადგან დიდად პოლიტიკა არ არის შეცვლილი ძალადობის კომპონენტის გარდა, რადგან ერთ-ერთი მთავარი მიღწევა "ქართული ოცნებისა", თუ ეს მიღწევად შეილება ჩაითვალოს, რომ ადამიანების უფლებები დღეს დაცულია, განსხვავებით "ნაცმოძრაობისგან", რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მანიაკებივით იქცეოდნენ და არავითარი ადამიანის უფლებები მაშინ არ იყო დაცული. რათქმაუნდა მათნაირი ადამიანები დღეს "ქართულ ოცნებაში" არ არიან, ამ თვალსაზრისით შესაძლოა მმართველ გუნდს აქვს უპირატესობა, მაგრამ სხვა საკითხებში, როგორიც არის ეკონომიკის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა და რაც ესე იგი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, ამაში ამ ორ პარტიას შორის დიდი განსხვავებები არ არის. აქედან გამომდინარე, დროთახნის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიმართ მხარდაჭერა შესუსტდება.
- თქვენი აზრით ივანიშვილის წასვლის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" ლიდერი ვინ იქნება, ვის ექნება პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე?
- რადგან "ქართულ ოცნებაში" ივანიშვილის მსგავსი გამოკვეთი ლიდერი აღარ არის, მმართველი გუნდის კორპორატიული ერთობა მალე დასრულდება, რადგან ისინი არ არიან გაერთიანებული იდეის გარშემო, ამიტომ ისინი იქნებიან ერთიანი მანამდე, სანამ მათ ექნებათ კორპორატიული ინტერესები, რომლის არ არსებობის შემთხვევაში "ქართული ოცნება" დასრულდება. ეს ასე იქნებოდა ივანიშვილთან ერთადაც და მით უმეტეს მის გარეშეც. კიდევ ვიმეორებ, უბრალოდ მისი ფაქტორი იმას აძლიერებდა, რომ ხალხის თვალში ვინც 2012 წლის პროცესებშ მონაწილეობა მიიღო, ივანიშვილი გარანტი იყო "ნაცმოძრაობის" არ დაბრუნებისა, ამიტომ ივანიშვილის წასვლა გამოიწვევს რყევებს, რომელიც გაგრძელდება იქამდე, სანამ "ქართული ოცნება" არ დაიშლება, ეს კი ძალიან მალე მოხდება
კორპორატიულ ინტერესებში ვგულისხმობ იმას, რომ "ქართული ოცნება" არ არის პოლიტიკური პარტია, ის არის გარკვეული ჯგუფების ერთობლიობა, რომლებსაც განსხვავებული ინტერესები აქვთ. მაგალითად, ბიზნესმენების ინტერესია ტენდერები მოიგონ და საკუთარი ბიზნესი უფრო განავითარონ, ენჯეოშნიკების ინტერესია თვითრეალიზაცია. ბევრია ისეთია იქ, ვისაც უბრალოდ უნდოდა, რომ ყოველგვარი შინაარსის გარეშე დეპუტატი გამხდარიყო, რასაც "ქართული ოცნების" გარეშე ვერ მოახერხებდა და ა.შ. იქ არ არიან პოლიტიკოსები და ასევე მმართველ გუნდს არ აქვს იდეა, რომლის გარშემოც მისი წევრები არიან გაერთიანებული. "ქართული ოცნება", მაგალითად არ წარმოადგენს საზოგადოების რომელიმე სოციალურ ჯგუფს, მაგალითად მუშათა კლასს, ან სოფლად მცხოვრებ ხალხს, არც ლიბერალებს და არც კონსერვატორებს. თითქოს ყველას წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს, არავის არ წარმოადგენს. "ქართული ოცნება" არის კორპორატიული ერთობა და არა პოლიტიკური პარტია, იქ პოლიტიკოსები არ არიან, რომლებიც იბრძოლებენ და პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევენ. ამიტომ, მმართელ გუნდმა შესაძლოა დიდხანს ვერ იარსებობს ივანიშვილის გარეშე, მაგრამ ეს "გარეშე" ჯერჯერობით არ არის ცხადი.
- თუ "ქართული ოცნება" დაიშლება ალტერნატივას რას მივიღებთ? თქვენ რომელ პოლიტიკურ ძალას ხედავთ, რომელიც შეძლებს ქვეყნის მართვას? თქვენ ბრძანდებით პარტია "სოლიდარობის ალიანსის" ლიდერი. საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ პარტიის გეგმებთან დაკავშირებით.ჯერჯერობით, ამ ეტაპზე არ მინდა პარტიის გეგმებზე ვილაპარაკო, რაღაცა მიზეზების გამო, მაგრამ საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ და არ გეგონოთ, რომ დღეს რომელიმე პარტია ამას გააკეთებს. არც "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებლობის ამღები, ვგულისხმობ მმართელი გუნდის იმ პოლიტიკოსებს, ვინც საჯაროდ "ქართული ოცნების" ინტერესებს იცავენ. მათგან ვერცერთი ინდივიდუალურად პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, მაგრამ საქართველოში არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთანაც ერთად შეიძლება ძალიან კარგი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც აიღებდა მმართველობის პასუხისმგებლობას. ვინ არიან ისინი? როცა დრო მოვა მე ამ ადამიანებს დავასახელებ.
ამიტომ, არ არის სწორი ის, რომ მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეუძლია ქონდეს პასუხისმგებლობა, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ პოლიციის და ჯარის ყოლას, ეს ყოველთვის იყო ყველა სახელმწიფოში. მთავარია, რომ დღეს განვითარება არაა. აქედან გამომდინარე, ესე არ ნდა დავაყენოთ საკითხი, რომ თუ "ქართული ოცნება" არ იქნება მერე რა მოხდება? ასე საკითხი არ დგას.
- თქვენი აზრით, რა ვითარებაა ამ ეტაპზე "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების კუთხით? პარლამენტში უკვე შევიდა ოპოზიციის ნაწილი და პარტიებს შორისაც მიდის საუბარი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. საინტერესოა თქვენი პროგნოზი, ვინ შევა პარლამენტში და განიმუხტება თუ არა ამით პოლიტიკური ვითარება?- "ქართულ ოცნებაში" დღეს სულ რამდენიმე ადამიანია, რომლებსაც ჩემნაირი სტაჟი აქვს, ვინც მმართელ გუნდთან ერთად მოდის პოლტიკაში, მე პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილმარ, მაგრამ მათთან ერთად ვიყავი პარტიის შექმნის დღიდან, ამიტომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ გუნდს. ვფიქრობ დღეს "ქართულ ოცნებას" ძალიან აკლია გამარჯვების განცდა, ანუ ის, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს ამის განცდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში სერიოზულად ვინმე წუხდეს, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში. ისინი უბრალოდ გააგრძელებენ მუშაობას მათ გარეშე. ან გინდაც იყოს პარლამენტში ოპოზიცია, გგონიათ რამე კონსტრუქტიული მუშაობა იქნებოდა? მაგალითად, "ნაცმოძრაობას" არც არასოდეს არ უნდა მოუსმინო, ან "ევროპულ საქართველოს", იმიტომ კი არა, რომ მძიმე წარსული აქვთ, არამედ იმიტომ, რომ სისულელეებს ლაპარაკობენ და მათ არც არავინ უსმენს. ოპოზიცია, რომც იყოს პარლამენტში "ქართული ოცნება" უმრავლესობით არის და მაინც არ მოუსმენს მათ, და რასაც უნდა იმას გააკეთებს. კი, მათ არ ყავთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ საკონსტიტუციო კანონები უკვე მიიღეს და ეს არც ჭირდებათ.
ესაუბრა
გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პარტიოტის" მთავარი რედაქტორი
скачать dle 11.0фильмы бесплатно