Coloring Pages Reddit Video Downloader
 

საქართველოში ჯორჯ სოროსის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიელების მომხრე უცხოური აგენტურა გააქტიურდა

საქართველოში ჯორჯ სოროსის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიელების მომხრე უცხოური აგენტურა გააქტიურდა


მას შემდეგ, რაც მარტის დასაწყისში პარლამენტში „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა დაიწყო, ყველას კარგად გვახსოვს 7,8 და 9 მარტს ე.წ. „პროდასავლურმა ძალებმა“, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რადიკალმა ოპოზიციამ პარლამენტის მორიგი შტურმი სცადა.

ეს უბრალოდ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა. მაშინ პირველად საქართველოში გამოყენებულ იქნა „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციის წინააღმდეგ, რომლის დროსაც, ათეულობით პოლიციელმა მძიმე დამწვრობა მიიღო. ასევე, მნიშვნელოვნად დაზიანდა პარლამენტის შენობა, ანუ ტიპიური „ფერადი რევოლუციის“ და კიევში განხორციელებული 2014 წლის ე.წ. „მაიდანის“ სცენარი აამოქმედა დასავლურმა აგენტურამ, იმის საპასუხოდ, რომ პარლამენტში „გაბედეს“ და უცხოური აგენტურის წინააღმდეგ კანონი დააინიცირეს.

ანუ საქართველოში მოქმედი - მსოფლიოში მარგინალად ცნობილი ჯორჯ სოროსის ორგანიზაციამ, რომელიც ღიად აფინანსებს იმ რადიკალ ორგანიზაციებს, ზუსტად ისინი გამოვიდნენ ამ კანონის წინააღმდეგ, რითაც საკუთარი საქმიანობა გამოავლინეს, ანუ ფაქტიურად აღიარეს, რომ ისინი უცხოური აგენტურაა და ამიტომ ეწინააღმდეგებიან „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონს.

ზუსტად ამ „უცხო აგენტებმა“ 11 აპრილს გაავრცელეს განცხადება, რომელიც სოროსის ფონდის საიტზე გამოქვეყნდა(იხილეთ ლინკი), სადაც ისინი ხელისუფლებას ფაქტიურად ულტიმატუმის ენით მიმართავენ:

„სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას. კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად. ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება.“

განცხადებას 140-ზე მეტი სხვა და სხვა დასავლური სტრუქტურების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TIG); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“(სოროსის ფონდი); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

საქართველოში ჯორჯ სოროსის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიელების მომხრე უცხოური აგენტურა გააქტიურდა


ანუ ერთიანდება ყველა ორგანიზაცია, ვინც ბოლო 30 წელზე მეტია დასავლეთიდან ფინანსდება და მორიგი სახელმწიფო გადატრიალებისთვის ახალი საბაბიც უკვე მოფიქრებული აქვთ. ე.ი. რევოლუციისთვის მიდის ინტენსიური მზადება. პარლამენტთან მომხდარ „მშვიდობიან აქციას“ და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ბუნებრივია მოყვა დამნაშავეების დაკავება. მათ შორის, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს, რომელსაც კონკრეტული ბრალდება წაუყენეს. ხოლო მისი გათავისუფლების მოთხოვნით, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან, ასევე, ძალადობის წამახალისებელი მოწოდებების თანხლებით აქცია მიმდინარეობდა, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც ესწრებოდა.

ამიტომ, კარგად ვხედავთ, ვინ დგას რდიკლებისა და უცხო აგენტურის უკან. ცნობისთვის, ასევე, ჯორჯ სოროსის მხრიდან ფინანსებულმა ორგანიზაცია „კმარამ“ 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ საკვანძო როლი ითამაშა და ახალგაზდები ზუსტად „კმარამ“ დარაზმა და მიმართა ხელისუფლების წინააღმდეგ. შედეგად კი მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლებაში სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი მოვიდა და 9 წელი ატერორა საქართველოს მოსახლეობა. ზუსტად იგივე სცენარს ამზადებენ დღესაც ე.წ. „დასავლური ძალები“. დასკვნები კი მკითხველმა გამოიტანოს...

სტატიის ავტორი გიორგი ირემაძეскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions