პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის,
გიორგი ირემაძის კიდევ ერთი სტატია ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით - რა არის გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან:
"მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ანალიზს მოითხოვს და მეც მინდა ორიოდ სიტყვით გამოვთქვა საკუთარი აზრი. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ საერთაშორისო სამართალი და ნორმები ანულირებულია დასავლეთის მხრიდან. ზოგი ამბობს, რომ დღეს უკვე დემოკრატია არა სამართლიანობასთან, თანასწორობასთან, ადამიანის უფლბებთან არამედ, ძალასთან ასოცირდება, ანუ ვისაც აქვს სამხედრო ძალა ის კარნახობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმებს, ზუსტად ამას აკეთებს დონალდ ტრამპი და უშვებს იმ პრეცენდენტებს, რასაც სულ ცოტა ბოლო 50 წელია „კოლექტიური დასავლეთი“ უარყოფდა. ვგულისხმობ გასულ წელს ირანის წინააღმდეგ და ასევე, სულ ცოტა ხნის წინ ვენესუელას მიმართ აშშ-ს მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებას „გაეროს“ მანდატის გარეშე, რასაც გრენლადნიის მიერთების ინიციატივა მოყვა. მოკლედ, დაიწყო მსოფლიო გადანაწილების პროცესი, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ, ვაფრთხილებდით ხალხს და ხელისუფლებას, რომ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მოსალოდნელი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის „იალტის“ კონფერენციის მსგავსი შეხვედრა და მოხდებოდა გავლენის სფეროების გადანაწილება, რადგან ძველი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტება აღარ მუშაობს ანუ საჭიროებს გადატვირთვას. გლობაპური ტრანსფორმაციის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე წელი გაგრძელდება და დიდი ალბათობით, მსოფლიოს პოლიტიკური და სავალუტო ზონების გადანაწილებით დასრულდება. ამ პროცესს კი დაერთვება ეკონომიკური კრიზისი, რომელიც უკვე დაწყებულია, მითუმეტეს დასავლეთის ქვეყნებში აშკარად იგრძნობა ამის ნიშნები.
და თუ საქართველოს მსგავსი ქვეყანა ამ პროცესებისთვის მზად არ არის, მითუმეტეს, როდესაც არ გვყავს არმია, რომელიც სრულფასოვნად დაიცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, არ გვაქვს თვითკმარი ეკონომიკა - მძლავრი ქარხნები და ქვეყნისთვის საკმარისი პროდუქტის წარმოება, ანუ მეტწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. არც საერთაშორისო ორგანიზაციებში ვართ, ვისი იმედიც შეიძლება ქონდეს საქართველოს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკური სტაბილურობა იქნებოდა დაცული. ანუ საქართველოს ხელისუფლება რეგიონში მიმდინარე ცვლილებების და მითუმეტეს კონფლიქტების ფონზე, არაა მზად გაუმკლავდეს ზემოთ აღნიშნულ გამოწვევებს. ლოგიკური იქნებოდა ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ცდილობდეს ეძიოს ნამდვილი სტრატეგიული მოკავშირე. ამის ნაცვლად კი ისინი ისევ მილიტარისტული დასავლეთის ნანგრევებზე - ევროკავშირსა და „ნატო“-ში ინტეგრაციაზე აკეთებენ არჩევანს, რაც „უკრაინიზაციას“ ანუ საქართველოს ავტომატურად კონფლიქტებში ჩართვას და კატასტროფას ნიშნავს.
მმართველ გუნდს შიდა პოლიტიკურ არენაზეც არ აქვს კარგად საქმე. თავის დროზე „ქართული ოცნება“ ხალხს დაპირდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების აკრძალვას. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში იძიებდა სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის საქმეს, მუშაობა დაასრულა გასული წლის აგვისტოს დასაწყისში, ანუ მას მერე ნახევარი წელი გავიდა, წესით და რიგით, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება და გაეუქმებინა დამნაშავე რეჟიმის ნარჩენები, როგორც პოლიტიკური პარტიები. თუმცა, ამის ნაცვლად, პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალი ინიციატივით გამოდის - დებატებს სთავაზობს ყველას, მათ შორის რადიკალებსაც, ალბათ „ნაცმოძრაობაც“ იგულისხმება, ასე გამოდის. თუ ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა მოსახლეობა მოატყუა, ანუ ვისი მხარდაჭერითაც მიიღეს მანდატი და მოვიდნენ ხელისუფლებაში, იგივე ამომრჩევლის მხრიდან აღნიშნული მანდატი პოლიტიკურად ძალას კარგავს.
დღევანდელ ხელისუფლებას, რომელსაც დასავლეთი ანუ ევროატლანტიკური ბლოკი ისევ მოკავშირედ მიაჩნია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობს. „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ მოკავშირის გარეშე დარჩა და „გლობალური სამხრეთის“ იმედი აქვს ეკონომიკის განვითარების მხრივ, მაგრამ რატომღაც ვერ აცნობიერებენ, ან კიდევ რატომღაც სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ გარდა იმისა, რომ ე.წ. „არაბულ ინვესტიციებს“ გაუხსნან გზა. კონკრეტული არაბული სამშენებლო კომპანიები არ მალავენ, რომ ბინების სულ ცოტა 60%-ს უცხოელებზე აპირებენ გაყიდონ, ანუ აქ ყველაფერი გასაგებია. მითუმეტეს, იმის ფონზე, რომ საქართველოში არ მოქმედებს უკონტროლო მიგრაციის აღმკვეთი კანონები, ძალიან სახიფათოა არაბული ინვესტიციები, რადგან ამას მოყვება მიგრანტების უკონტროლო შემოდინება, საქართველოს მოსახლეობის შევიწროება და ა.შ. ეს ე.წ. „არაბიზაცია“ - ექსპანსიაა და არა ინვესტიცია. არა და ინვესტიციებთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარება სხვა მარტივი მეთოდით შეიძლება, ამისათვის პოლიტიკური ნებაა საჭირო, ანუ შიდა ინვესტიციების ამოქმედება დაბალი საბანკო კრედიტების გაცემით, ან პირდაპირი საბიუჯეტო ინვესტიციები, რაც ბიზნესის და წარმოების სტიმულაციას მოახდენს. აღნიშნული პრაქტიკა საბჭოთა კავშირის დროს იყო აპრობირებული და ძალიან კარგად მუშაობდა.ადრეც მითქვავს და კიდევ ვიმეორებ, რომ საქართველოს ისტორიული
და ბუნებრივი მოკავშირე არის რუსეთი, რომელიც რეგიონში ერთადერთი გარანტია უსაფრთხოების და ამასთანავე ეკონომიკური განვითარების. ჩვენმა პარტიამ გასულ წელს 150 000 ხელმოწერა შეაგროვა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მოთხოვნით და ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი მომხრეა დიალოგის ჩვენს მეზობელთან და ქვეყნის ნომერ პირველ ეკონომიკურ პარტნიორთან რუსეთთან. მაგრამ ხელისუფლება რატომღაც არ ითვალისწინებს მოსახლეობის ნებას და არ დგავს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ქვეყნის შოგნით კი მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება და ჩიხში შედის.
გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ცვლილება ახალი რეალობის გათვალისწინებით, მათ შორის საჭიროა კონსტიტუციურ დონეზე - 78-ე მუხლის გაუქმება, რითაც გაუქმდება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღება, რომელიც ე.წ. „საერთაშორისო სამართალს“ (რომელიც აღარ არსებობს) საქართველოს კანონმდებლობაზე მაღლა აყენებს. ანუ დადგა დრო, რომ საქართველომ თავი დააღწიოს მილიტარისტული „კოლექტიური დასავლეთის“ გავლენისგან. ამისათვის ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს რუსეთისა და ბელორუსის გამაერთიანებელი ორგანიზაციების, მაგალითად „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ წევრი. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საქართველო „უსაფრთხოების ქოლგას“ და დაიწყება ინდუსტრიალიზაცია, რეალური ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის აღორძინება ყველა სფეროში, რასაც ქართველი ხალხი დიდი ხანია ელოდა. ბელარუსი ამის ნათელი მაგალითია, სადაც განვითარება ზუსტად მას მერე დაიწყო, რაც ეს ქვეყანა გახდა რუსეთის მოკავშირე" - გიორგი ირემაძე. скачать dle 11.0фильмы бесплатно