მიუხედავად იმისა,რომ კლინტონი უარყოფდა ისის-ის ტერორისტებზე იარაღის მიყიდვის ფაქტებს,აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის დროს,Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ამტკიცებს,რომ მას გააჩნია დოკუმენტური ფაქტები,რომელიც ჰილარის ტერორისტებთან კავშირშს დაამტკიცებს.
ასევე Thepoliticalinsider.com იუწყება: ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს სახელმწიფო მდივანმა ჰილაპი კლინტონმა ყატარში ამერიკული იარაღის წარმოების ბრძანება გასცა.ყატარს კი "მუსულმანი ძმების" მიმართ იარაღის მიწოდების ვალდებულება და ლოიალური დამოკიდებულება ქონდა ლივიელ აჯანყებულებთან,რომლებიც ცდილობდნენ კადაფის ხელისუფლების დამხობას.ასევე ყატარი აფინანსებდა და იარაღს უგზავნიდა ტერორისტულ დაჯგუფებას "ალ ქაიდას",რომელიც თავის მხრივ ებრძოდა ასადის მთავრობას.
ამასთან,ჰილარი კლინტონს წამყვანი როლი ქონდა ე.წ. "სირიული ამხანაგობის" ორგანიზებაში,რომელშიც შედიოდნენ ტერორისტული დაჯგუფებები: "ალ ქაიდა" და "ისლამური სახელმწიფო",რომლებსაც მხარი უნდა დაეჭირათ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისთვის(CIA) ასადის რეჟიმის შესაცვლელად.
"Democracy Now"-სთან ინტერვიუში ვიკილისქის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ამტკიცებს,რომ 1700 ელექტრონული წერილი.რომელიც ეკუთვნის ჰილარი კლინტონს,პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა,რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონტაკტობდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან "ალ ქაიდასთან" და "ისლამურ სახელმწიფოსთან".