Coloring Pages Reddit Video Downloader
 
შტაინმაიერი: ქართველებს შეუძლიათ იამაყონ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით

შტაინმაიერი: ქართველებს შეუძლიათ იამაყონ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით

"გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესსა და თანამშრომლობას მომავალშიც მთელი გულით დაუჭერს მხარს" - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან საქართველოს დამოუკიდებლობის დღი 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს და ქართველებს შეუძლიათ იამაყონ, არა მხოლოდ დამოუკიდებლობით, არამედ ქართულ ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. ასევე იმ შედეგით, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზე ევროპასთან დაახლოებისა და თანამშრომლობის კუთხით იქნა მიღწეული, და ასევე ძალიან ამბიციური შიდა რეფორმებით რომელიც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში განახორციელა.

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო გიორგი, მინდა გითხრათ, რომ გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესსა და თანამშრომლობას მომავალშიც მთელი გულით დაუჭერს მხარს. ისევე როგორც, და ჩვენ ამაზე დღეს შეხვედრის დროსაც ვისაუბრეთ, რასაკვირველია მხარს ვუჭერთ არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რასაკვირველია დღევანდელი შეხვედრის დროს ჩვენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ კონფლიქტებზეც ვისაუბრეთ." - განაცხადა შტაინმაიერმა.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions