Coloring Pages Reddit Video Downloader
 

სარკოზი საფრანგეთის მასშტაბით მუსლიმური ბურკინების აკრძალვას მოითხოვს

სარკოზი საფრანგეთის მასშტაბით მუსლიმური ბურკინების აკრძალვას მოითხოვს
მანამდე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ ბურკინების ამკრძალავი კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და, ამდენად, კონტრპროდუქტიული იქნება.

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელმაც გასულ კვირაში 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განაცხადა, ხელმეორედ ითხოვს მუსლიმური ბურკინების აკრძალვას საფრანგეთის ყველა პლაჟსა და აუზზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" რადიოსადგურ „ევროპა1“-ზე დაყრდნობით.

„დღეს მე მოვითხოვ კანონს, ვინაიდან არ შეიძლება მივატოვოთ მერები არსებულ ვითარებაში მარტო… ეს კანონი კონკრეტულად ბურკინების ტარების აკრძალვას ეხება პლიაჟებსა და აუზებზე“, — განაცხადა სარკოზიმ რადიოსადგურის ეთერში.

მისი თქმით, ამ საკითხში ის არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ამ დროისათვის მუსლიმური ბურკინის ტარება იკრძალება ქალაქებში: ნიცა, კანი, მენტონი, სენ-ლორან-დიუ-ვარი, სისკო, ლე-ტუკე, ლეკატი, უა-პლაჟი, ვილნევ ლუბე, ბოლიე-სიურ-მერი და მანდელიე-ლა-ნაპული. ამ კურორტებზე უკვე სამი ქალია დაჯარიმებული კანონის დარღვევის გამო. მანამდე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ ბურკინების ამკრძალავი კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და, ამდენად, კონტრპროდუქტული იქნება. ნიკოლა სარკოზი კაზნევის განცხადებას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭირო შემთხვევებში კონსტიტუცია არაერთხელ შეცვლილა და რომ მას ახლა ებადება კითხვა: ეს საზოგადოება ერგება კანონს თუ კანონი — საზოგადოებას?

წყარო:


скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions