ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას დასავლელი პატრონების შიშით ვერ გაბედავს
- 24.08.2016, 17:52,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად არ მიიღო გადაწყვეტილება ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის თაობაზე.როგორც ნინო ბურჯანაძემ განმარტა, ხელისუფლებას რომ რეალურად სდომოდა გადაწყვეტილების მიღება ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის თაობაზე და მისი კონსტიტუციით განმტკიცება, ამის საფუძველი ჰქონდა.
„არგუმენტირებულია თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით, მე პრაქტიკულად იმავე დღესვე გავაკეთე განცხადება. რაც შეეხება იმას, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს იძახის, რომ მაინც მიიღებს ამ კანონპროექტს, მინდა კითხვა დავუსვა პრემიერ-მინისტრს და „ქართულ ოცნებას“ - ვინ უშლიდა ხელს ამდენი ხნის განმავლობაში რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება?! მათ, რომ რეალურად სდომოდათ გადაწყვეტილების მიღება ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის თაობაზე და მისი კონსტიტუციით განმტკიცება, ამის საფუძველი ჰქონდათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს შეგნებულად,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, პრემიერმა და „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული საკითხი სწორედ რომ წინასაარჩევნოდ შემოინახეს.
„დღეს გულზე მჯიღის ცემა, იმის ძახილი, რომ ამას მაინც გავაკეთებთ, მემგონი ყველასთვის გასაგებია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დაპირება და სხვა არაფერი. მგონია „ქართული ოცნება“ ამას თავისი დასავლელი პატრონების შიშით ვერ გაბედავს. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავის ეშინია, რომლისთვისაც ეროვნული ფასეულობები, ოჯახი, ტრადიცია, საქართველოს ერთიანობა, ჩვენი რწმენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არც არასდროს მივიხედავთ უკან. ასე რომ, სწორედ ჩვენ უნდა აგვირჩიოს მოსახლეობამ და 8 ოქტომბერს შემოხაზოს ნომერი 3,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно