„კრწანისის“ ბაზაზე ნატო-საქართველოს საწვრთნელ ცენტრს აშენებენ
- 07.09.2016, 23:20,
- მსოფლიო / სლაიდი / პოლიტიკა
- 0
ეს თარიღი თბილისთან ახლოს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების ერთი წლისთავს დაემთხვა.ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის შენობის მშენებლობა დაიწყო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შტაბის შენობის საძირკველში კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოთხშაბათს ჩაუშვა. საძირკველში კაფსულის ჩაშვების ცერემონიალი ცენტრის დაარსების ერთი წლისთავს დაემთხვა.
„ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ 13 ინიციატივიდან, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებშია გათვალისწინებული. ჩვენ დიდი ამბიცია გვაქვს, რომ განვახორციელოთ მნიშვნელოვანი წვრთნები არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებთან, არამედ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რათა ერთად მოვემზადოთ ცალკეული ოპერაციების განხორციელებისთვის და ერთობლივად შევაფასოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები და უნარები,“ — განაცხადა იზორიამ.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე დამტკიცდა, რომ საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდება ალიანსის სტანდარტებისა და მოთხოვნების დააკმაყოფილების პირობით. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებათა პაკეტი, ნატოს უელსის სამიტზე, 2014 წლის 4–5 სექტემბერს დამტკიცდა.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно