Coloring Pages Reddit Video Downloader
 

რუსულმა ანტისარაკეტო კომპლექსმა აშშ-ს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო (ვიდეო)

რუსულმა ანტისარაკეტო კომპლექსმა აშშ-ს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო (ვიდეო)


ვრცელდება ინფორმაცია,რომ სირიაში რუსულმა "С-300" ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსმა აშშ-ს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი "global hawk"-ი ჩამოაგდო.

ეს მას შემდეგ მოხდა,რაც ამერიკელების მოიერიშემ "F-18" -მა სირიის სამხედრო თვითმფრინავი "СУ-22" ჩამოაგდო,როცა ეს უკანასკნელი ტერორისტების პოზიციებს ბომბავდა.რუსეთის მხარემ განაცდახა,რომ ეს ფაქტი საერთაშორისო კანონის დარღვევაა და აშშ-სთან სირიის ცაზე თავდაუსხმელობის შეთანხმება გააუქმა,რაც იმას ნიშნავს,რომ თუ ამერიკელების სამხედრო თვითმფრინავი უკანონოდ გადაკვეთს სირიის ტერიტორიის იმ ზონას,სადაც მას არ აქვს ფრენის უფლება,რადგან ამით ირღვევა საერთაშორისო კანონი სუვერენული სახელმწიფოს საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით.

ამ შემთხვევაში რუსული სამხედრო ძალები,რომლებიც სირიის მთავრობის მოთხოვნით იმყოფებიან სირიაში ანუ სრული კანონის დაცვით, სირიის არმიასთან ერთად ებრძვიან ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს", რუსულ სამხედრო ძალებს აქვთ სრული უფლება იერიში მიიტანონ საზღვრის დამრღვევ სამხედრო საფრენ აპარატზე,რომელიც სირიის მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაკვეთს სირიის საზღვარს.


скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions