Coloring Pages Reddit Video Downloader
 

კრემლი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა სამწუხარო ამბავია

კრემლი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა სამწუხარო ამბავია


კრემლი რუსეთის მიერ აშშ-ს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტს მანამდე არ შეაფასებს, სანამ მას არ მიიღებენ. RBC-ს ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.


"ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმულირება საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ მოხდება", - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ "ეს ძალიან სამწუხარო ამბავია რუსულ-ამერიკული ურთიერთობებისა და მათი შემდგომი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებისთვის", ასევე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს, 25 ივლისს რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღდეგ სანქციების შესახებ ახალი პაკეტი მიიღო.

ინიციატივას მხარი 419 კონგრესმენმა დაჭირა, წინააღმდეგი - სამი იყი. აღნიშნულის შემდეგ, გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებლი კანონპროექტი რუსეთის ეკონომიკის სექტორში, ასევე ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სანქციებს ამკაცრებს. კანონპროექტის განხილვა 10 დღე გრძელდებოდა, 12-დან 22 ივლისის ჩათვლით.


წყარო: ipress.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions