"საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე ფეისბუკზე სტატსს აქვეყნებს:
"ძალიან სამწუხარო სანახავია პოლიტიკური პარტიების და მათი წარმომადგენლების დაპირებები მოახლოებული არჩევნების წინ!
სიტყვა სამწუხარო ძალიან რბილად ნათქვამია.სულ რომ მართლა რაიმეს გამკეთებლები იყვნენ, მაშინ ალალად იტყოდნენ, რომ ამ პირობებში ვერაფერს გახდებიან, რატომ?
იმიტომ რომ ქვეყანაში სახელისუფლებო შტოების (პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო...) ფუნქციები ისეა გადანაწილებული, ასეთ რეალობაში წარმოუდგენელია რაიმე სერიოზულ სიკეთეებზე საუბარი...
ამიტომ პირველ რიგში სახელმწიფო მართვის მოდელია შესაცვლელი, რომელიც სააკაშვილმა სათავისოდ მოირგო, რადგან პრემიერობას აპირებდა, ხოლო ოცნებამ კი ამის შეცვლაზე დიდად თავი არ შეიწუხა.
ამაზე საუბრობს ვინმე? არც არავინ, ჰოდა მორიგი დაბოლებაა მათი დაპირებები...
არადა ყველაფერი ძალიან მარტივია, როდესაც სიტყვები გულიდან მოდის და არა უკანალიდან, აი ამის ნათელი მაგალითი:
ჯონ კენედის სიტყვა 1961 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე:
"ჩვენ ვიწყებთ მძიმე ბრძოლას კაცობრიობის საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელსაც ტირანია, სიღარიბე, ავადმყოფობა და ომი ჰქვია. ჩემო ძმებო, ამერიკელებო! ნუ იკითხავთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანას თქვენთვის. სჯობს შეეკითხოთ საკუთარ თავს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის."скачать dle 11.0фильмы бесплатно