ინტერვიუ — მილან კნეჟევიჩი, ჩერნოგორიის პარლამენტის წევრი.
„საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. ქრისტიანობა იქ უფრო ადრე მიიღეს, ვიდრე ჩვენ, სამხრეთის სლავებმა და ქართველებს აქვთ ძალა, წინააღმდეგობა გაუწიონ დასავლეთის თავდასხმებს ქრისტიანულ ფასეულობებზე. შესაძლოა, ჩერნოგორიის მაგალითი დაეხმაროს ქართველებს მშვიდობიანი წინააღმდეგობის გამომუშავებაში. როგორც ჩერნოგორიაში, მაგალითად, ხატებით მსვლელობაა. ასეთი ქმედებების წყალობით, ჩერნოგორიამ მოახერხა უკუეგდო თავდასხმები და ეკლესიისგან ქონების წართმევის მცდელობები, ეკლესიის დამორჩილების მცდელობები ანტიმართლმადიდებლურ, ანტიჩერნოგორიულ, ანტისერბულ ძალებისგან.
დასავლეთი სისტემატურად აღწევს თავის მიზნებს, მათი გეგმა აქვთ – ამბობდა ბჟეზინსკი. მათთვის პირველი ნაბიჯი საბჭოთა სისტემის ნგრევა იყო, მეორე ნაბიჯი კი მართლმადიდებლობის განადგურება უნდათ. როგორ გააკეთეს ეს უკრაინაში - იქ შექმნეს სქიზმატური ეკლესია, სცადეს ამის გაკეთება სერბეთში და ეცდებიან საქართველოშიც. თუ დასავლეთმა საქართველოში უფლებადამცველის თანამდებობაზე ულტრალიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანი დანიშნა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთისთვის მხოლოდ საკუთარი მიზნებია მნიშვნელოვანი. მათ არ სურთ დიალოგი. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამას. ჩერნოგორიაში ისინი ცდილობდნენ გაეკეთებინათ ის, რაც არ გაუკეთებიათ უკრაინის განხეთქილების შემთხვევაში. ეკლესია და ოჯახი არის ორი მთავარი ინსტიტუტი ჩვენი მართლმადიდებლური სლავური ცივილიზაციის შესანარჩუნებლად“.
ინტერვიუ - ანდრია მანდიჩი, ჩერნოგორიის პარლამენტის წევრი.
„ჩერნოგორიის კონსტიტუციაში წერია, რომ ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის კავშირი - ხელისუფლებაში მყოფმა პროდასავლურმა ლობისტებმა არაკონსტიტუციურად მიიღეს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩერნოგორიის კონსტიტუციას. და უკვე არსებობს ქორწინება ერთსქესიან მოქალაქეებს შორის, ისინი დაინტერესებული არიან ბავშვები იშვილონ, ეს კიდევ ერთი დიდი ანტიკონსტიტუციური საკითხია. რამდენიმე დღის წინ ქალაქ ბუდვაში, ამ ახალი კანონის საფუძველზე, ერთი ქორწინება დარეგისტრირდა. რელიგიური მსვლელობები ჩერნოგორიაშუ დასავლური ანტიქრისტიანული ღირებულებების დაწესების წინააღმდეგ - მათ კარგად იმუშავეს და ცვლილებები მოვიდა და პროდასავლურმა პარტიამ არჩევნები ვერ მოიგო. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არ არის საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად - სხვა მეთოდებითაც უნდა ვიმუშაოთ.
დასავლეთის სცენარი ჩერნოგორიაში იგივე იყო, რაც უკრაინაში - როგორც მათ მოახერხეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის გაყოფა, ასევე სცადეს სერბული ეკლესიის გაყოფა ჩერნოგორიაში. მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას და ჩერნოგორიის მეტროპოლია დარჩა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში.
იგივე პიროვნებები აშშ-დან, მაგალითად, აშშ-ს ელჩი რელიგიის საკითხებში სემ ბრაუნბეკი, რომელმაც მოაწყო ეკლესიის განხეთქილება უკრაინაში, ის ჩავიდა ჩერნოგორიაში, ქალაქ ცეტინიეში და ცდილობდა ემსახურა. მაგრამ ღმერთის, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მორწმუნეების წყალობით, მათ ვერ განახორციელეს თავიანთი გეგმები, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ისინი შეეცდებიან მსგავსი განხეთქილების პროვოცირებას ჩერნოგორიაში.
დასავლეთმა დიდი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ სერბები, რომლებიც ცხოვრობენ ადრიატიკის სანაპიროზე, სერბეთს დაშორდნენ. და ასეთი დანაწევრებული ხალხი აღარ წარმოადგენს ძალას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.“
იოანე პლამენაცი - სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის დეკანოზი.
„ჩვენ მართლმადიდებლები ვხედავთ, რომ დასავლური ღირებულებების დაწესება არის ანტიქრისტიანობა. არანაირი კავშირი არ არის ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან. ლგბტ პროპაგანდა დასავლური ღირებულებების დამკვიდრების სისტემის მხოლოდ ნაწილია. სამწუხაროდ, ადამიანები ზოგიერთ მართლმადიდებლურ სახელმწიფოშიც კი ამას აღიქვამენ, როგორც ნორმას.
დღეს პრაქტიკულად ვერც ჩვენს სახელმწიფო აპარატს, ვერც ეკლესია ვერ ახერხებს ამ სისტემას მძლავრი წინააღმდეგობა გაუწიოს. შეუძლებელია ჩვენს მედიაში ჩვენი ღირებულებების პოპულარიზაცია მოვახდინოთ და შევეწინააღმდეგოთ დასავლურ ფასეულობებს, რომლსაც თავს გვახვევენ. მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის ადამიანებისთვის მედია მიუწვდომელია. ისინი ხელმისაწვდომია მხოლოდ დასავლური მსოფლმხედველობის ადამიანებისთვის. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პირადი წინააღმდეგობის გაწევა. საქართველოში, რუსეთში, სერბეთში, ჩერნოგორიაში და საბერძნეთშიც კი, რომელიც უფრო რთულ მდგომარეობაშია, შეიძლება პირადად წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლურ ღირებულებებს.“